ძროხისებრი ანტილოპა

ძროხისებრი ანტილოპა,[1] ანტილოპა ბუბალი,[2] ჩვეულებრივი ბუბალი ან უბრალოდ ბუბალი[1] (ლათ. Alcelaphus buselaphus) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 2 , სიმაღლე მინდაოში 130 სმ, მასა 200 კგ. შეფერილობა ქვესახეობებში განსხვავდება: ღია რუხიდან წითელ-ყავისფრამდე. ახასიათებს შავი ფერის ლაქები დრუნჩის შუა საწილსა და ფეხებზე. ორივე სქესის წარმომადგენელს აქვს რქები, რომელიც ერთი საფუძვლიდან იზრდება და განსხვავებული ფორმისაა ქვესახეობათა შორის. ისინი 70 სმ-მდე სიგრძისაა. ადრე ფართოდ იყო გავრცელებული მთელ აფრიკაში, მაგრამ დღეისათვის არეალი მნიშვნელოვნად შემცირებულია. აქტიურია დღისით. ცხოვრობენ ჯოგებად. შეუძლია სწრაფად, დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით სირბილი. იკვებება ბალახითა და ფოთლებით. ზოგ ადგილას ნადირობის ობიექტია.

ძროხისებრი ანტილოპა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Alcelaphus buselaphus (Pallas, 1766)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 811
ქვესახეობათა გავრცელების არეალები

ქვესახეობები

რედაქტირება

მოიცავს 6 (ზოგი წყაროთი 8) ქვესახეობას:[3][4]

ორი სახეობა ზოგიერთი წყაროს მიერ განიხილება ძროხისებრი ანტილოპის ქვესახეობად:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Chris & Tilde Stuart: Field Guide to the Larger Mammals of Afrika. Struik, 2000, ISBN 1-86872-534-0
  • Jean Dorst и Pierre Dandelot: Säugetiere Afrikas, Paul Parey Verlag, 1970. ISBN 3-490-01018-3
  • Don E. Wilson, DeeAnn M. Reeder (Hrsg.): Mammal Species of the World. 3-е издание. The Johns Hopkins University Press, Baltimore 2005, ISBN 0-8018-8221-4.
  1. 1.0 1.1 hartebeest — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. bubal — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. IUCN SSC Antelope Specialist Group (2008). "Alcelaphus buselaphus". IUCN Red List of Threatened Species. Version 2008. International Union for Conservation of Nature. Retrieved 11 February 2009.
  4. Alcelaphus buselaphus (TSN 625077). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.