კაამა
კაამა (ლათ. Alcelaphus caama) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრი ანტილოპების ქვეოჯახისა. მიეკუთვნება ბუბალების (ძროხისებრი ანტილოპების) გვარს. სხეულის სიგრძე 230 სმ-მდეა, იწონის 250 კგ-ს. მოხდენილი ტანის წვრილფეხა ცხოველია, რქები (მამლისაც და დედლისაც) მოკლე და ორ ადგილას გადაღუნულია; კუდი სიგრძეში დაახლოებით 30 სმ-ია, შემოსილია გრძელი თმებით, ბოლოში ფუნჯის გარეშე. შეფერილია კაშკაშა წითურად, უკან თეთრი ლაქა აქვს („სავარცხელი“), თავი, ფეხები, კუდი და ბარკლები ნაწილობრივ შავია. გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში. ბინადრობს სავანებში. ქმის 5–10-სულიან ჯოგებს. იკვებება ბალახითა და ფოთლებით. ნადირობის ობიექტია, იყენებენ მის ტყავსა და ხორცს. ბევრ ადგილას ძლიერ მოისპო.
კაამა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Alcelaphus caama (E. Geoffroy, 1803) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 814 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ზოგიერთი წყარო მას ძროხისებრი ანტილოპის ქვესახეობად განიხილავს (Alcelaphus buselaphus caama).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კაამა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)