ცხვირისატეხელა
ცხვირისატეხელა (ლათ. Adonis) — მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახებია. ცნობილია 20-მდე სახეობა. ველურად იზრდებიან შუა და სამხრეთ ევროპაში, ციმბირსა და აღმოსავლეთ აზიაში. საქართველოში 4 სახეობაა (მ. შ. ერთი სარეველა — ლათ. Adonis flammeus).
ცხვირისატეხელა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Adonis | ||||||||||||
|
გაზაფხულის ცხვირისატეხელა (ლათ. Adonis vernalis) თავისი დიდი ყვითელი ყვავილებით დამახასიათებელი მცენარეა ტყე-ველის და ველის ზონისთვის. გამხმარი ბალახი გულის გლიკოზიდებს შეიცავს და მედიცინაში იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 252.