ცქრიალა ღვინოები — სუფრის ღვინო, რომელიც გაჯერებულია ნახშირორჟანგით. ცქრიალა ღვინოში ნახშირორჟანგი წარმოიქმნება ღვინის მასალაში დამატებული შაქრის ხსნარის ან ყურძნის ბადაგის მეორეული დუღილის შედეგად. ცქრიალა ღვინოს ახასიათებს აქაფება, ზედაპირზე ქაფის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება, თანაბარი და ინტენსიური წვრილი ბუშტების გამოყოფა, საცობის გამოტყორცნის ეფექტი. ცქრიალა ღვნოებს ამზადებენ სპეციალური ჯიშის წითელი ან თეთრი ყურძნისგან: ციცქა, ალიგოტე, ჩინური, ცოლიკოური, გორული მწვანე, რქაწითელი, ძელშავი. კატეეგორიების მიხედვით არსებობს ქაფისებრი (მსუბუქი, ნახევრად შემაგრებული, შემაგრებული), ნახევრად ქაფისებრი (ნახევრად შემაგრებული, ნახევრად ცქრიალა, მსუბუქი) და ნახევრად დაჟანგული (მსუბუქი, ნახევრად შემაგრებული) ღვინოები. საქართველოს სსრ-ში იწარმოებოდა ცქრიალა ღვინოები „ჩხავერი“ და „ატენური“.

ლიტერატურა

რედაქტირება