ატენური

(გადამისამართდა გვერდიდან ატენი (ატენური))

ატენი (ატენური) — ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ცქრიალა ღვინო. მზადდება ჩინურისა და გორული მწვანის ყურძნისაგან (აგრეთვე რეკომენდებულია ალიგოტეს ჯიშის ყურძენი) ღვინომასალების მეორადი დუღილით.

ღვინო „ატენი“ („ატენური“) ხასიათდება ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ენერგიული თამაშით.

ღვინო „ატენის“ („ატენურის“) სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 14,5 კმ².

მევენახეობის სპეციფიკური ზონა ატენი მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე, მდინარე ატენურის მარცხენა და მარჯვენა მხარეს და ქმნის ორ ურთიერთსაპირისპირო (ჩრდილო-აღმოსავლეთის, სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის) დახრილობის ფერდობებსა და გავაკებებს, რომელიც მიმართულია მდინარე ატენურის აუზისაკენ.

მიკროზონაში ვენახები მოქცეულია 620 მეტრიდან 750 მეტრამდე სიმაღლის ფარგლებში და მოიცავს სოფლებს: პატარა ატენს, გარდატენს და დიდ ატენს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება