ცოდნისკარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ცოდნისკარი[1][2] (აფხ. Ԥхысҭа[3] [ფსხჷსთა]; ყოფილი შურინოვკა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (მიქელრიფშის თემი), მდინარე ტროიცკის (ფხისთის ერთ-ერთი სათავე) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 550 მ, გაგრიდან 50 კმ, ლესელიძიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებაXIX ს. ბოლოს აქ შეიქმნა სოფელი შურინოვკა. ვ. კვარჭიას ცნობით, ადრე, ამ ადგილას იყო სოფელი ფხისთა. 1930 წელს შურინოვო მიქელრიფშის თემში შედიოდა. 1948 წელს შურინოვკას ქართული სახელი ცოდნისკარი ეწოდა.[5] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ფსხისთა (Ҧхысҭа).
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 116 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 116 | -- | -- |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 240.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 123.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 204.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023