ციტოზინი
ციტოზინი — აზოტოვანი ფუძე, პირიმიდინის ნაწარმი. რიბოზასთან ქმნის ნუკლეოზიდ ციტიდინს, შედის დნმ-ისა და რნმ-ის ნუკლეოტიდების რიცხვში. რეპლიკაციისა და ტრანსკრიფციის დროს კომპლემენტარობის პრინციპის მიხედვით წარმოქმნის სამ წყალბადურ ბმას გუანინთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Кнунянц И. Л. Краткая химическая энциклопедия т.5, М.: Советская энциклопедия, 1967