ცისვაზი
ცისვაზი, გლიცინია (ლათ. Wisteria sinensis) — მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. ხის მაგვარი ლიანაა, აღწევა ყველაზე მაღალი ხის კენწეროს და ზემოევლება მას. აქვს მოყავისფრო-მონაცრისფრო ყლორტები, კენტფრთართული ფოთლები. ცისვაზის ცისფერი სურნელოვანი ყვავილები შეკრებილია მტევნებად. ყვავის გაზაფხულზე (შეფოთვლამდე) და ხელმეორედ ზაფხულში. თბილ ზამთარში შეფოთლილია იანვარის ბოლომდე. სამშობლოა ჩინეთი. ძველთაგანვე იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში. კარგად ხარობს დასავლეთ საქართველოში.
ცისვაზი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Wisteria sinensis (Sims) DC., 1825 | |||||||||||||||
სინონიმი | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
ლიტერატურა რედაქტირება
- შარაშიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 224.