გლიცინია, ვისტერია (ლათ. Wisteria) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ცნობილია 10-მდე სახეობა. მათი სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა და აღმოსავლეთი აზია. ხისებრი, ფოთოლმცვენი, სქლად შეფოთლილი, 20 მეტრამდე სიგრძის ლიანებია. აქვთ დიდი, კენტფრთართული, ქვემოდან ოდნავ ქერქლისებრი ფოთლები. ყვავილები არასწორია, ფერად ცისფერი, ლილისფერი, მეწამული ან თეთრი; შეკრებილია გრძელ, გაბერილ, ჩამოკიდებულ მტევნებად. ყვავიან გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში. სითბოს მოყვარული მცენარეებია, უპირატესობას ანიჭებენ ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებს, კარგად იტანს ტენის ნაკლებობას. მეყვავილეობაში, კერძოდ კედლების, თაღებისა და ვერანდების დეკორაციებში, იყენებენ 2–3 სახეობას. ყველაზე ცნობილია ცისვაზი (W. sinensis), რომელსაც 30 სმ-მდე სიგრძის მტევნებად შეკრებილი მოიასამნისფრო-ცისფერი ყვავილები აქვს; გვხვდება თეთრყვავილიანი ფორმაც. ჩრდილოეთის შავმიწანიადაგიან სარტყელში გლიცინია ზამთარში დაფარვას საჭიროებს. ამრავლებენ თესლით და ვეგეტატიურად.[1]
გლიცინია |
---|
ცისვაზი |
მეცნიერული კლასიფიკაცია |
---|
|
ლათინური სახელი |
---|
Wisteria Nutt., 1818 |
სინონიმები |
---|
- Diplonyx Raf.
- Kraunhia Raf.
- Phaseoloides Duhamel, 1755
- Rehsonia Stritch, 1984
- Thyrsanthus Elliott, 1818
|
|