მეყვავილეობამემცენარეობის დარგი, დეკორატიული მცენარეების აღზრდა ასაჭრელი ყვავილების მისაღებად (სამრეწველო მეყვავილეობა), ყვავილნარების კლუმბებისა და რაბატების გასაფორმებლად, აგრეთვე ოთახისა და ნაგებობების გასამწვანებლად (დეკორატიული მეყვავილეობა).

მეყვავილეობაში განარჩევენ დახურული (ორანჟერეა, სათბური) და ღია გრუნტის კულტურებს. დახურულ გრუნტში გამოჰყავთ სითბოს მოყვარული, ოთახის, დეკორატიული და სხვა მცენარეები. ღია გრუნტში - ერთ-, ორ- და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები. ერთწლოვანები (ე. წ. მოზაფხულე) ყვავიან პირველ წელს, თესავენ ღია დახურულ გრუნტში სხვადასხვა დროს. გამოყენების მიხედვით განასხვავებენ: მცენარეებს, რომელსაც იყენებენ ასაჭრელად და ყვავილნარების შემოსარგავად; დეკორატიული ფოთლოვანებს - ერთეული ან ჯგუფური ნარგაობის შესაქმნელად; ჯუჯა მცენარეებს - ბორდიურებისათვის, და ხვიარა მცენარეებს. ორწლოვანები მეორე წელს იძლევიან ყვავილს. ზოგიერთი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მეორე წელს იწყებს ყვავილობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კერესელიძე ა., დეკორატიული მენაღეობა, თბ., 1962;