ცენტრალური ლუსონი

ცენტრალური ლუსონი (ასევე ცნობილი როგორც I რეგიონი; პანგ: Pegley na Luzon; ტაგ: Gitnang Luzon; ილოკ: Tengnga a Luzon) — ადმინისტრაციული რეგიონი ფილიპინებში. ძირითადად მოიცავს კუნძულ ლუსონის ცენტრალურ ვაკეებზე მდებარე პროვინციებს: აურორა, ბატაანი, ბულაკანი, ნუევა-ესიხა, პამპანგა, ტარლაკი, სამბალესი.[2] რეგიონი ფილიპინების მასშტაბით ბრინჯის უმსხვილესი მწარმოებელია, რის გამოც ხშირად „ფილიპინების ბრინჯის ბეღელს“ უწოდებენ.[3]

ცენტრალური ლუსონი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი სან-ფერნანდო
შიდა დაყოფა აურორა (პროვინცია), ბატაანი, ბულაკანი, ნუევა-ესიხა, პამპანგა, ტარლაკი (პროვინცია), სამბალესი, ანხელესი და ოლონგაპო
კოორდინატები 15°28′00″ ჩ. გ. 120°45′00″ ა. გ. / 15.46667° ჩ. გ. 120.75000° ა. გ. / 15.46667; 120.75000
ფართობი 22014.63 კმ²
მოსახლეობა 12 422 172 (1 მაისი, 2020)[1]
300
300

ეტიმოლოგიარედაქტირება

რეგიონის სახელწოდება დაკავშირებულია კუნძულ ლუსონზე მის მდებარეობასთან. ტერმინი ამერიკელმა კოლონიზატორებმა ფილიპინების პირველი რესპუბლიკის დამხობის შემდეგ შემოიღეს. არსებობს დღევანდელი რეგიონის სახელის გადარქმევის ვერსიებიც. ერთ-ერთი ვერსიით, რეგიონს ლუსონესის რეგიონი შეიძლება ეწოდოს, რაც კუნძულ ლუსონის ძველ სახელწოდებასთანაა (Luções) დაკავშირებული. ლუსონესს თავდაპირველად მთელ ლუსონს უწოდებდნენ, შემდეგ კი კუნძულის ცენტრალურ ნაწილს, ჩრდილოეთით პანგასინანიდან სამხრეთით პამპანგისკენ.[4][5]

მიმოხილვარედაქტირება

ცენტრალური ლუსონის რეგიონი მდებარეობს მანილიდან ჩრდილოეთით. რეგიონს ჩრდილოეთიდან ილოკოსის რეგიონი და კაგაიანის ხეობა ესაზღვრება, სამხრეთით — ეროვნული დედაქალაქის რეგიონი, კალაბარსონი და მანილის ყურის წყლები, დასავლეთით — სამხრეთ ჩინეთის ზღვა, აღმოსავლეთით — ფილიპინის ზღვა.[6] ისტორიულად, კულტურულად და გეოგრაფიულად პანგასინანი რეგიონის ნაწილი იყო, თუმცა 1973 წლის 22 ივნისს, ფერდინანდ მარკოსის გადაწყვეტილებით ილოკოსის რეგიონის შემადგენლობაში შევიდა.[7]

რეგიონის შემადგენლობაში თოთხმეტი ქალაქი შედის: ბალანგა ბატაანში; მალოლოსი, მეიკაუაიანი და სან-ხოსე-დელ-მონტე ბულაკანში; კაბანატუანი, გაპანი, მუნიოსი და სან-ხოსე ნუევა-ესიხაში; ანხელესი, მაბალაკატი და სან-ფერნანდო პამპანგაში; ტარლაკი ტარლაკში და ოლონგაპო სამბალესში.

რეგიონი ფილიპინების მასშტაბით ბრინჯის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ჭარბი ბრინჯი ფილიპინების სხვა რეგიონებში გააქვთ.[8]

ცენტრალური ლუსონის რეგიონული ცენტრის ფუნქციას პამპანგის პროვინციული დედაქალაქის სან-ფერნანდო ასრულებს. 2002 წლის მაისში N103 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად აურორის პროვინცია სამხრეთ ტაგალოგის რეგიონიდან ცენტრალური ლუსონის რეგიონის შემადგენლობაში გადავიდა.[9]

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

 
ცენტრალური ლუსონის პოლიტიკური რუკა

ცენტრალური ლუსონი მოიცავს 7 პროვინციას, 2 მაღალურბანიზებულ ქალაქს, 12 შემადგენელ ქალაქს, 116 მუნიციპალიტეტსა და 3 102 ბარანგაის.[10]

პროვინცია ან მუქ დედაქალაქი მოსახლეობა ფართობი[11] ქალაქები მუნი. ბარ.
კმ2 sq ml /კმ2 /sq ml
აურორა ბალერი &&&&&&&&&&&&&&01.9000001,9% 214336 3,147.32 3.38775×1010 0 8 151
ბატაანი ბალანგა &&&&&&&&&&&&&&06.8000006,8% 760650 1,372.98 1.47786×1010 1 11 237
ბულაკანი მალოლოსი &&&&&&&&&&&&&029.30000029,3% 3292071 2,796.10 3.00970×1010 3 21 569
ნუევა-ესიხა პალაიანი &&&&&&&&&&&&&019.20000019,2% 2151461 5,751.33 6.19068×1010 5 27 849
პამპანგა სა-ფერნანდო &&&&&&&&&&&&&019.60000019,6% 2198110 2,002.20 2.15515×1010 2 19 505
ტარლაკი ტარლაკი &&&&&&&&&&&&&012.20000012,2% 1366027 3,053.60 3.28687×1010 1 17 511
სამბალესი იბა &&&&&&&&&&&&&&05.3000005,3% 590848 3,645.83 3.92434×1010 0 13 230
ანხელესი &&&&&&&&&&&&&&03.7000003,7% 411634 60.27 648,700,000 33
ოლონგაპო &&&&&&&&&&&&&&02.1000002,1% 233040 185.00 1.9913×109 17
ჯამი 11,218,177 22,014.63 2.3696350517701×1011 14 116 3,102

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Central Luzon, Region III, Philippines. flagspot.net.
  3. Edenhofer, Ottmar; Wallacher, Johannes; Lotze-Campen, Hermann; Reder, Michael; Knopf, Brigitte; Müller, Johannes (June 25, 2012) Climate Change, Justice and Sustainability: Linking Climate and Development Policy (en). Springer Science & Business Media, გვ. 206. ISBN 9789400745407. 
  4. http://opinion.inquirer.net/95645/change-name-will-good-philippines
  5. http://news.abs-cbn.com/news/06/13/17/should-the-philippines-be-renamed-historian-weighs-in
  6. Region III, Central Luzon, Geographical Location. evis.net.ph.
  7. Presidential Decree № 224. ციტირების თარიღი: November 5, 2016.
  8. REGION III (Central Luzon). National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 14, 2012. ციტირების თარიღი: დეკემბერი 3, 2020.
  9. Executive Order No. 103; Dividing Region IV into Region IV-A and Region IV-B, Transferring the Province of Aurora to Region III and for Other Purposes (May 17, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 18, 2016. ციტატა: „SECTION 4. The Province of Aurora is hereby transferred to and shall form part of Region III.“ ციტირების თარიღი: March 29, 2016.
  10. List of Regions. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 27, 2008. ციტირების თარიღი: January 9, 2011.
  11. PSGC Interactive; List of Provinces. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2013. ციტირების თარიღი: March 29, 2016.