კაბანატუანი
კაბანატუანი (ტაგალ. Lungsod ng Cabanatuan) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ფილიპინების კუნძულ ლუსონზე, ცენტრალური ლუსონის რეგიონში. აღნიშნული პროვინცია შედის ნუევა-ესიხის შემადგენლობაში. 2015 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 302 231 ადამიანი.
ქალაქი | |
---|---|
კაბანატუანი ტაგალ. Lungsod ng Cabanatuan | |
ქვეყანა | ფილიპინები |
კოორდინატები | 15°29′00″ ჩ. გ. 120°58′00″ ა. გ. / 15.48333° ჩ. გ. 120.96667° ა. გ. |
დაარსდა | 1750 |
ფართობი | 192,29 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 31 მ |
მოსახლეობა | 302 231 კაცი (2015) |
სატელეფონო კოდი | +63 44 |
საფოსტო ინდექსი | 3100 |
ოფიციალური საიტი | http://www.cabanatuancity.gov.ph/ |
1965 წლამდე ეს პროვინცია იყო ნუევა-ესიხას დედაქალქი, მანამ სანამ მთავრობამ მის ახლოს არ გააშენა ახალი ქალაქი პალაიანი, რომელიც გახდა პროვინციის ახალი დედაქალაქი.
ისტორია
რედაქტირებამოსახლეობა, რომლის ხარჯზეც მოგვიანებით გაიზარდა ქალაქის მოსახლეობა, შედიოდა გაპანის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. 1777 წლის 14 ივლისს კაბანატუანმა ესპანელი კოლონისტების ხელისუფლებისაგან მიიღო დასახლების სტატუსი. შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კაბანატუანი ასრულებდა ნუევა-ესიხის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის ფუქნციას. 1816 წელს ძლიერი ხანძრის შემდეგ დასახლებული პუქნტი მთლიანად დაიწვა, ხოლო 1880 წელს ნაწილობრივ განადგურდა მიწისძვრისაგან.
1904 წელს. ამერიკელების ფილიპინებზე ბატონობის პერიოდში, კაბანატუანამდე გაიყვანეს რკინიგზის ხაზი. ამან გამოიწვია ვაჭრობის და სამრეწველო წარმოების განვითარება. 1941 წლის 29 დეკემბერს, მეორე მსოფლიო ომშიამერიკის შეერთებული შტატების ჩართვის შემედეგ და იაპონიის ფილიპინებში შეჭრის შემდეგ კაბანატუანის ოკუპაცია მოახდინა იაპონიის საიმპერატორო ჯარებმა. 1942 წელს იაპონელებმა შექმნეს ბანაკი სამხედრო ტყვეებისათვის, სადაც მოათავსეს ბატაანის სიკვდილის მარშის მონაწილეები. 1945 წლის 30 იანვარსაშშ-ის არმიის რეინჯერებმა და ფილიპინელმა პარტიზანებმა იერიში მიიტანეს ბანაკზე. ეს ამბავი ისტორიაში შევიდა როგორც კაბანატუანის რეიდი. არნიშნული თავდასხმის შედეგად გაატავისუფლეს 513 სამხედრო ტყვე. ქალაქის მოსახლეობა კი გაათავისუფლეს 1945 წლის 1 თებერვალს.
1950 წლის 16 ივლისს, რესპუბლიკის № 526 კანონის თანახმად, კაბანატუანმა მიიღო ქალაქის სტატუსი.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს კუნძულ ლუსონის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე პამპანჰის მარცხენა ნაპირზე, დედაქალაქ მანილიდან ჩრდილოეთით 90 კილომეტრის დაშორებით. და უჭირავს 192,29 კმ² ფართობი. ზღვის დონიდან მდებარეობს 31 მეტრის სიმაღლეზე[1].
მოსახლეობა და რელიგია
რედაქტირება2015 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 302 231 ადამიანი. მოსახლეობსი მატების დინამიკა კი ასეთია.
2000 | 2007 | 2013 | 2015 |
---|---|---|---|
171 188 | 199 708 | 223 689 | 302 231 |
ქალაქში წამყვანი რელიგიაა რომაული კათოლიციზმი, რომლის მთავარი საკათედრო ტაძარია წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი. ასევე მცირედ გავრცელებულია ისლამიც, რომელიც დამახასიათებელია ორი რაიონისთვის (იმელდა და ისლა). ქალაქში ორი დიდი მეჩეთია, რომელთაგან ყველაზე დიდი მდებარეობს იმელდის რაიონში.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქი წარმოადგენს მნიშვნელოვან კომერციულ და სოფლის მეურნეობის ცენტრს. იგი არის პროვინცია ნუევა-ესიხას ეკონომიკური ცენტრი. ძირითადი კულტურაა ბრინჯი[2]. კაბანატუანი სხვა ქალაქებს უკავშირდება სარკინიგზო და საავტომობილო გზით. უახლოესი აეროპორტი - კლარკის საერთაშორისო აეროპორტი[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Cabanatuan, Philippines Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-23. ციტირების თარიღი: 2013-03-01.
- ↑ Cabanatuan. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-23. ციტირების თარიღი: 2013-03-01.