ცეზარ ლოთიაშვილი
ცეზარ ლოთიაშვილი (დ. 17 აგვისტო, 1943, ქუთაისი — გ. 2017) — ქართველი ინჟინერი, სპორტსმენი.
ბიოგრფია
რედაქტირება1960-1963 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. სწავლა გააგრძელა მოსკოვის საინჟინრო გეოდეზიის, აეროფოტოგადაღებისა და კარტოგრაფიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1967 წელს და მიენიჭა ინჟინერ-გეოდეზისტის კვალიფიკაცია. 1967-1970 წლებში მუშაობდა სსრკ ნავთობის მრეწველობის სამინისტროს, საძიებო ექსპედიციის ინჟინერ-ტოპოგრაფად, უფროს ინჟინერ გეოდეზისტად, საძიებო პარტიის უფროსად. 1970-1976 წლებში იყო სსრკ ნავთობის მრეწველობის სამინისტროს საძიებო ექსპედიციის უფროსი. 1976 წელს ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის სისტემაში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად). 1977-1983 წლებში წყალტუბოს საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული საპროექტო ბიუროს უფროსად. 1983-1985 წლებში იყო სამშენებლო-სამონტაჟო რაზმ „ხიდმშენი-108“-ს მთავარი ინჟინერ-გეოდეზისტი. 1985-2001 წლებში მუშაობდა შპს „კომუნპროექტი“-ს ინჟინერ-დამპროექტებლად. 2001-2004 წლებში ქუთაისის „SOS ბავშვთა სოფელი“-ს მშენებლობის მთავარ ინჟინრად. 2005-2006 წლები იყო შპს „იმერეთმშენი“-ს ტექნიკური დირექტორი. 2006-2007 წლებში შპს „ჰარმონია-92“-ის ტექნიკური დირექტორი. 2007-2009 წლებში მუშაობდა შპს „ბიზნეს-კომფორტი“-ს მთავარ ინჟინრად. 2010 წელს შპს „RDI“-ს, „ზუგდიდი-მესტიის“ საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოთა კოორდინატორად. 2010-2014 წლებში მუშაობდა შპს „კომუნპროექტი“-ს ინჟინერ-დამპროექტებლად. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ყაზახეთში საძიებო პარტიის უფროსად მუშაობის პერიოდში, აღმოჩენილ იქნა ნავთობის საბადოები: „დემირ-ბაბა“, „ბუზაჩი“, „ჩუკუროი“ და მიწისქვეშა მტკნარი წყლის ტბა „ტიუ-სუ“. ასევე მისი უშუალო მონაწილეობით დაპროექტებულ და აშენებულ იქნა კომუნალური სფეროს, ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროს, ასევე ინფრასტრუქტურული დანიშნულების არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი. თანამშრომლობდა, როგორც მიწვეული ექსპერტი სხვადასხვა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებთან. არის 20-მდე სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი. აკადემიკოს ვ. პ. ალექსეევ-შემიაკინთან ერთად გამოცემუი ჰქონდა სამი სახელმძღვანელო სამარქშეიდერო საქმესა და გეოდეზიაში (1971-1975). ახალგაზრდობის წლებში მისდევდა სპორტს. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.
ჯილდოები
რედაქტირება- სსრკ სპორტის ოსტატი (კლასიკურ ჭიოდაობა)
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 167-168