ცაგერა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)
ცაგერა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (არადუს თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე. ზღვის დონიდან 35 მ, ოჩამჩირიდან 10 კმ.[1]
1940-იან წლებში აქ ლეჩხუმელი კოლმეურნეებით ჩაასახლეს და სოფელს ლეჩხუმის ადმინისტრაციული ცენტრის ცაგერის მიხედვით ცაგერა უწოდეს. 1949-1954 წლებში არსებობდა ცაგერას სასოფლო საბჭო.[2] 1954 წლის 19 ივნისს მოქვის სასოფლო საბჭოს გამოეყო სოფლები არადუ და ჯუკმური და შეუერთდნენ ცაგერის სასოფლო საბჭოს, რომელსაც ეწოდა არადუს სასოფლო საბჭო ცენტრით სოფ. არადუში.[3][4] 1960 წლის 3 აგვისტოს არადუს სასოფლო საბჭოს გამოეყო სოფ. ცაგერა და კოჩარის სასოფლო საბჭოს მიუერთდა.[2][4][5] მოგვიანებით, სოფელი კოჩარის თემს გამოეყო და კვლავ არადუს სასოფლო საბჭოს დაუბრუნდა.[2] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 183.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 112-113.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4 (61), გვ. 15-16, თბ., 1954 წ. ISSN 0203-2023
- ↑ 4.0 4.1 ბ. ხორავა, ნ. ჭანტურია, აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თბილისი: უნივერსალი, 2019. — გვ. 164, 185, ISBN 978-9941-26-675-1.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11 (109), გვ. 13, თბ., 1960 წ. ISSN 0203-2023
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-15.