ჩრდილო-დასავლეთის ოლქი (ბოტსვანა)
ჩრდილო-დასავლეთის ოლქი (ინგლ. North-West District) — ოლქი ბოტსვანაში. ოლქი შეიქმნა 2001 წელს, როდესაც გაერთიანდა ნგამილენდის და ჩობეს ოლქები. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მაუნი (en:Maun). 2011 წლის აღწერის მიხედვით ოლქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 175 631 ადამიანს[1].
ოლქი | |
---|---|
ჩრდილო-დასავლეთის ოლქი ინგლ. North-West District | |
ქვეყანა | ბოტსვანა |
ადმ. ცენტრი | მაუნი |
კოორდინატები | 19°30′00″ ს. გ. 23°30′00″ ა. გ. / 19.50000° ს. გ. 23.50000° ა. გ. |
ფართობი | 129 930 კმ² |
მოსახლეობა | 175 631 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 1,35 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] |
გეოგრაფია
რედაქტირებაოლქის ცენტრალურ ნაწილში მიედინება მდინარე ოკავანგო და მისი მრავალი შენაკადი, ასევე ამავე მდინარის დელტა. სამხრეთში მდებარეობენ მლაშობ ნიადაგიანი ქვაბულები: მადონგო, ნგვაკო, მასალანიანე; ჩრდილო-დასავლეთში — ცოდილოს მთები, მდინარეები: ნგამასერი და ცკაუდუმი. ბუნების დაცვის ტერიტორიები: ბუნების ნაკრძალი მორემი (ცენტრში), ეროვნული პარკი ჩობე (ჩრდილოეთში), ნხაი პანი (აღმოსავლეთში), გცვიჰაბას გამოქვაბულები.
მეზობელი ადმინისტრაციული ერთეულები:
- ზამბეზი (ნამიბია) — ჩრდილოეთით
- განზი — სამხრეთით
- ცენტრალური ოლქი — სამხრეთ-აღმოსავლეთით
- აღმოსავლეთი კავანგო, ოჩოსონდიუპა, ომაჰეკე (ნამიბია) — დასავლეთით
დასახლებული პუნქტები
რედაქტირება4000 მაცხოვრებელზე მეტი:
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით ოლქი დაყოფილია 4 სუბოლქად:
ეკონომიკა
რედაქტირებაოლქის უკიდურეს აღმოსავლეთში მიმდინარეობს მანგანუმის საბადოს და ასბესტის მოპოვება. მაუნში და კასანეში (უკიდურეს ჩრდილოეთში) მდებარეობს აეროპორტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The population of Botswana. City Population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-22. ციტირების თარიღი: 2014-08-22.