ომაჰეკეს რეგიონი
ომაჰეკეს რეგიონი (ინგლ. Omaheke Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს მის უკიდურეს აღმოსავლეთში, ბოტსვანის სახელმწიფო საზღვართან. ფართობი შეადგენს 84 612 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 71 233 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი გობაბისი.
რეგიონი | |||
---|---|---|---|
ომაჰეკეს რეგიონი ინგლ. Omaheke Region | |||
| |||
ქვეყანა | ნამიბია | ||
ადმ. ცენტრი | Gobabis | ||
შიდა დაყოფა | Aminuis Constituency, Epukiro Constituency, Gobabis Constituency, Kalahari Constituency, Okorukambe Constituency, Otjinene Constituency და Otjombinde Constituency | ||
კოორდინატები | 22°00′00″ ს. გ. 19°30′00″ ა. გ. / 22.00000° ს. გ. 19.50000° ა. გ. | ||
ფართობი | 84 612 კმ² | ||
მოსახლეობა | 71 233 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 0,84 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] | ||
ოფიციალური საიტი | http://www.arc.org.na/home.php?pn=omaheke_council | ||
გეოგრაფია
რედაქტირებაომაჰეკეს რეგიონი მდებარეობს კალაჰარის უდაბნოს უშუალო სიახლოვეს და წარმოადგენს ერთფეროვან ლანდშაფტს: უკიდეგანო, ბალახით დაფარულ ველს, აკაციის და ცერცვეკალის ბუჩქებით. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — ომიტარაბერგის მთა (1625 მეტრი), რომელიც მდებარეობს სოფელ ომიტარიდან ჩრდილოეთით.
ისტორია
რედაქტირებაომაჰეკეს რეგიონი ჰერეროს ტომის ხალხის სამშობლოა. 1904 წელს მათი გერმანიის კოლონიალური ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხების დროს, ვატერბერგთან ბრძოლაში ამბოხებულთა ძირითადი ძალების განადგურების შემდეგ, გადარჩენილი ჰერეროს ხალხი თავშესაფრის იმედად ომაჰეკეს ტერიტორიის გავლით გაიქცა დიდი ბრიტანეთის ბეჩუანალენდში. რადგანაც გერმანული ჯარი წყალთან სიახლოვეს არ უშვებდა ჰერეროს ხალხს, მათი დიდი რაოდენობის წარმომადგენელი წყურვილისგან დაიღუპა გზაში. ბევრი მეცნიერის მიერ ეს მოვლენები განიხილება, როგორც პირველი გენოციდი ХХ საუკუნის ისტორიაში.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით ოჰანგვენის რეგიონი იყოფა 7 ოლქად:
- Aminuis
- Epukiro
- Gobabis
- Kalahari
- Otjinene
- Otjombinde
- Steinhausen