ჩიხურა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
ჩიხურა ― მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2042 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 20 კილომეტრი, აუზის ფართობი 81 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნები ― შემოდგომაზე, წყალმცირობა ― ზამთარსა და ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,2 მ³/წმ.
ჩიხურა | |
---|---|
ჩიხურა სოფ. სხვიტორში | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
სათავე |
რაჭის ქედი 42°27′10″ ჩ. გ. 43°31′34″ ა. გ. / 42.452889° ჩ. გ. 43.526222° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2042 მ |
შესართავი |
ყვირილა 42°20′11″ ჩ. გ. 43°25′01″ ა. გ. / 42.336472° ჩ. გ. 43.417194° ა. გ. |
სიგრძე | 20 კმ |
აუზის ფართობი | 81 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,2 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ჩიხურა ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 145.