ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი (დ. 15 სექტემბერი, 1977) — ნიგერიელი მწერალი. მისი შემოქმედება როგორც რომანებსა და მოთხრობებს, ასევე არამხატვრულ ტექსტებსაც მოიცავს. ყოველკვირეულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Times Literary Supplement ადიჩი შეაფასა, როგორც „ყველაზე გამოჩენილი კრიტიკულად აღიარებული ახალგაზრდა ინგლისურენოვანი ავტორი, რომელმაც წარმატებით შეძლო ახალი თაობის მკითხველის აფრიკული ლიტერატურით დაინტერესება.“[8]
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი | |
---|---|
ადიჩი 2013 წელს | |
დაბადების თარიღი | 15 სექტემბერი, 1977 |
დაბადების ადგილი | ენუგუს შტატი, ნიგერია |
საქმიანობა | მასწავლებელი, პოეტი, რომანისტი, ნოველისტი, არამხატვრული მწერალი და ჟურნალისტი |
ენა | ინგლისური ენა |
ეროვნება | Igbo people |
მოქალაქეობა | ნიგერია[1] |
ალმა-მატერი | იელის უნივერსიტეტი |
პერიოდი | 2003-დღემდე |
ჟანრი | პოეზია[2] |
Magnum opus | იისფერი ჰიბისკუსი, Half of a Yellow Sun და Americanah |
ჯილდოები | მაკართურის სტიპენდია[3] , Women's Prize for Fiction[4] , ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია, Heartland Prize, ნონინოს საერთაშორისო პრემია, OkayAfrica 100 Women, ო. ჰენრის პრემია, 100 ქალი[5] , ნონინოს საერთაშორისო პრემია[6] და PEN Pinter Prize |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი |
chimamanda.com chimamanda.com |
2008 წელს ადიჩის მიენიჭა მაკარტურის ფონდის სტიპენდია.[9] 2013 წელს მან წიგნის კრიტიკოსთა ეროვნული წრის ჯილდო მიიღო რომანისთვის „ამერიკანა“, რომელიც The New York Times-მა 2013 წლის საუკეთესო 10 წიგნს შორის დაასახელა.
ქართულ ენაზე თარგმნილია მისი წიგნები: „ამერიკანა“, „იისფერი ჰიბისკუსი“ და „ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ“.
პირადი ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაადიჩი ნიგერიაში, ენუგუს შტატის ქააქ ენუგუში დაიბადა, ხოლო გაიზარდა საუნივერსიტეტო ქალაქ ნსუკაში.[10] იგი ოჯახში ექვსიდან მეხუთე შვილი იყო. მისი მამა, ჯეიმზ ადიჩი, ნიგერიის უნივერსიტეტში სტატისტიკის პროფესორი იყო, ხოლო დედა, გრეის იფეობა, უნივერსიტეტის პირველი ქალი რეგისტრატორი იყო.[11] ადიჩის ოჯახმა თითქმის ყველაფერი დაკარგა ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს, რომელსაც მისი ორი ბაბუა შეეწირა.[12] ადიჩის ოჯახის საგვარეულო სოფელია აბბა,[13] რომელიც ანამბრის შტატში მდებარეობს.
ადიჩი ნიგერიის უნივერსიტეტის საშუალო სკოლაში სწავლობდა, სადაც რამდენიმე აკადემიური ჯილდო მოიპოვა.[14] საშუალო განათლების მიღების შემდეგ იგი ნიგერიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მედიცინასა და ფარმაციას სწავლობდა. პარალელურად იგი რედაქტორობდა უნივერსიტეტის ჟურნალს The Compass. 19 წლის ასაკში ადიჩი აშშ-ში გადავიდა, რათა დრექსელის უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პოლიტიკური მეცნიერებების სწავლა დაეწყო.[15] მალევე იგი აღმოსავლეთ კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიდა[16] და ქალაქ კოვენტრში სამედიცინო პრაქტიკა გაიარა.
2003 წელს ადიჩმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი შემოქმედებითი წერის მაგისტრის ხარისხით დაამთავრა,[17] ხოლო 2008 წელს იელის უნივერსიტეტში აფრიკათმცოდნეობის მაგისტრი გახდა.[18] იმავე წელს ადიჩმა მაკარტურის ფონდის სტიპენდია მიიღო, ხოლო 2011 წელს მას რედკლიფის ინსტიტუტის სტიპენდია დაენიშნა.[19]
2016 წელს ადიჩმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტისგან ჰუმანიტარული მეცნიერებების საპატიო დოქტორის ხარისხი მიიღო.[20][21] 2017 წელს მას იგივე წოდება მიანიჭა ჰავერფორდის კოლეჯმა[22] და ედინბურგის უნივერსიტეტმა.[23] ადიჩი აგრეთვე ამჰერსტის კოლეჯისა და ფრიგურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხებს ფლობს.[24][25]
ადიჩმა კათოლიკური აღზრდა მიიღო. იგი თავს კათოლიკედ თვლის, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი ზოგიერთი შეხედულება, განსაკუთრებით ფემინისტურ საკითხებთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაში მოდის რელიგიასთან. 2017 წელს ჯორჯთაურის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ადიჩმა რელიგიას „ქალთა მიმართ არაკეთილგაწყობილი ინსტიტუცია“ უწოდა.[26] მან აღნიშნა, რომ რელიგია „გამოიყენება შევიწროების გასამართლებლად, რომელიც ეფუძნება იმ იდეას, რომ ქალები არ არიან კაცების თანასწორნი.“[26] ღონისძიებაზე ადიჩმა ნიგერიის ქრისტიან და მუსლიმ ლიდერებს მშვიდობისა და ერთიანობის ქადაგებისკენ მოუწოდა.[27]
ადიჩი მხარს უჭერს ლგბტ პირთა უფლებებს. 2014 წელს, როცა ნიგერიამ ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო კანონი მიიღო, ადიჩი იმ ნიგერიელ მწერლებს შორის იყო, რომლებმაც კანონპროექტი უარყვეს. მან კანონს არაკონსტიტუციური უწოდა და აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალიზმის აკრძალვა უცნაური პრიორიტეტია ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც არაერთი რეალური პრობლემა აქვს. ადიჩმა განმარტა, რომ დანაშაული მხოლოდ ისაა, რასაც მსხვერპლი მოჰყვება, ხოლო ზრდასრულ ადამიანებს შორის ჰომოსექსუალური ურთიერთობა არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს, შესაბამისად მისი აკრძალვა უსამართლობაა.[28]
სამწერლო კარიერა
რედაქტირებაადიჩმა პირველი ლიტერატურული შთაგონება ჩინუა აჩებესგან მიიღო, როცა 10 წლის ასაკში მისი 1958 წლის რომანი „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ წაიკითხა.
1997 წელს ადიჩმა პოეტური კრებული, ხოლო 1998 წელს პიესა გამოაქვეყნდა. 2002 წელს იგი მოთხრობისთვის „შენ ამერიკაში“ კეინის პრემიის ფინალისტებს შორის დასახელდა. ამავე წელს ადიჩმა მოთხრობით „ჰარმატანის დილა“ BBC-ის მსოფლიო სერვისის მოთხრობების კონკურსში გაიმარჯვა. 2003 წელს მწერალმა მოთხრობისთვის „ამერიკის საელჩო“ ო. ჰენრის პრემია მოიპოვა.
2003 წელს ადიჩმა გამოაქვეყნა პირველი რომანი „იისფერი ჰიბისკუსი“, რომელმაც ფართო კრიტიკული აღიარება დაიმსახურა. რომანი ორანჯის პრემიის ფინალისტებს შორის მოხვდა[29] და კატეგორიაში საუკეთესო დებიუტი ერთა თანამეგობრობის მწერალთა ჯილდოს მფლობელი გახდა.[30] „იისფერი ჰიბისკუსი“ იწყება ციტატით ჩინუა აჩებეს რომანიდან „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“.[31]
2006 წელს გამოქვეყნდა მწერლის მეორე რომანი „ნახევრად ყვითელი მზე“, რომელიც ნიგერიის სამოქალაქო ომის შესახებ მოგვითხრობს. რომანის სახელწოდება ბიაფრას რესპუბლიკის დროშიდან მომდინარეობს, რომელმაც ხანმოკლე დროით იარსება. „ნახევრად ყვითელი მზე“ ორანჯისა და ენსფილდ-ვულფის პრემიების მფლობელი გახდა.[32][33] 2013 წელს რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.[34]
ადიჩის მესამე რომანი „ამერიკანა“ The New York Times-ის მიერ 2013 წლის 10 საუკეთესო წიგნს შორის დასახელდა. რომანი ახალგაზრდა ნიგერიელი ქალის საგანმანათლებლო მიზნით ამერიკაში ემიგრაციის შესახებ მოგვითხრობს.
ადიჩის მოთხრობა „დედაჩემი, შეშლილი აფრიკელი“ კულტურათაშორის დაპირისპირებას ასახავს. მოთხრობაში ტრადიციულ ნიგერიულ კულტურას, სადაც გენდერული როლები ცხადადაა განსაზღვრული, ამერიკული კულტურა უპირისპირედბა, სადაც გენდერული როლების მხრივ მეტი თავისუფლებაა და ახალგაზრდების მიმართ ნაკლები შეზღუდვები არსებობს. მოთხრობაში მწერალი იკვლევს, თუ რა პრობლემებს წარმოქმნის განსხვავებულ გენდერულ როლებსა და ტრადიციებს შორის წარმოქმნილი კულტურული დაპირისპირებები.[35]
2017 წლის მარტში „ამერიკანა“ პროგრამის „ერთი წიგნი, ერთი ნიუ-იორკი“ გამარჯვებული გახდა.[36][37]
2017 წლის აპრილში ადიჩი ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი გახდა.[38]
2020 წელს მწერალმა მოთხრობა „Zikora“ გამოაქვეყნა, რომელიც სექსიზმისა და მარტოხელა დედობის შესახებ მოგვითხრობს.[39][40][41]
2020 წლის ნოემბერში „ნახევრად ყვითელი მზე“ მხატვრულ ლიტერატურაში ქალთა პრემიის ბოლო 25 წლის საუკეთესო გამარჯვებულად დასახელდა.[42][43]
2021 წლის მაისში ადიჩი გამოაქვეყნებს მემუარს მამის სიკვდილის შესახებ „გლოვის ჩანაწერები“.[44]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- TED Speaker — Chimamanda Ngozi Adichie
- Why Are You Here?. Guernica Magazine.
- In the Footsteps of Achebe: Enter Chimamanda Ngozi Adichie. African Writer (15 October 2005).
- „The new face of Nigerian literature?“. BBC News. 2007.
- Michio Kaku, Chimamanda Ngozi Adichie and Angela Hobbs (აუდიო). The Forum. BBC World Service (2008).
- Chimamanda Ngozi Adichie: Commonwealth Lecture 2012 YouTube-ზე. 2012.
- Why Chimamanda Adichie Will Not 'Shut Up'. Frankfurt Book Fair 2018.
- „'I am a pessimistic optimist': Chimamanda Ngozi Adichie answers authors' questions“. The Guardian. 2020.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.cerep.ulg.ac.be/adichie/cnaprim.html
- ↑ https://www.macfound.org/fellows/69/
- ↑ https://www.chimamanda.com/about-chimamanda/
- ↑ https://www.bbc.com/news/world-59514598
- ↑ BlackPast.org — 2004.
- ↑ 7.0 7.1 https://writersinspire.org/content/chimamanda-ngozi-adichie
- ↑ Copnall, James (16 December 2011), "Steak Knife", The Times Literary Supplement, p. 20.
- ↑ Chimamanda Ngozi Adichie | Biography, Books, & Facts.
- ↑ Anya, Ikechuku. (2005) In the Footsteps of Achebe: Enter Chimamanda Ngozi Adichie. African Writer.
- ↑ "Feminism Is Fashionable For Nigerian Writer Chimamanda Ngozi Adichie". NPR, 2014.
- ↑ (en) The Sunday Edition. Canadian Broadcasting Corporation. 30 December 2018. Event occurs at 52:00. https://www.cbc.ca/radio/thesundayedition/the-sunday-edition-december-30-2018-1.4462999.
- ↑ Chimamanda Ngozi Adichie Biography | List of Works, Study Guides & Essays | GradeSaver.
- ↑ Ezebuiro, Peace. (2015-06-13) Chimamanda Ngozi Adichie Husband, Family, Education, Biography, Facts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-09. ციტირების თარიღი: 2021-02-24.
- ↑ Pennsylvania Center for the Book.
- ↑ Adichie, Chimamanda Ngozi (2016), "Why Chimamanda Ngozi Adichie Considers Her Sister a 'Firm Cushion' at Her Back", Vanity Fair, "The Sisters Issue".
- ↑ The Women of Hopkins.
- ↑ Recent Alumni. Yale Council on African Studies.
- ↑ Okachie, Leonard. (2011) In the News | Chimamanda Selected as Radcliffe Fellow. National Mirror. Radcliffe Institute for Advanced Study, Harvard University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-16. ციტირების თარიღი: 2021-02-24.
- ↑ "Eight to receive Johns Hopkins honorary degrees at commencement ceremony", HUB, Johns Hopkins University, 2016.
- ↑ "You can now call her Dr Adichie" დაარქივებული 2018-11-10 საიტზე Wayback Machine. , This Is Africa, 2016.
- ↑ "Commencement 2017 Honorary Degrees", Haverford College, 2017.
- ↑ "Acclaimed author receives honorary degree", The University of Edinburgh, 2017.
- ↑ 2018 Honorees | Amherst College. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-08. ციტირების თარიღი: 2021-02-24.
- ↑ "L'écrivaine nigériane Chimamanda Ngozi Adichie devient docteure honoris causa de l'Université de Fribourg", Université de Fribourg, 2019.
- ↑ 26.0 26.1 Award-Winning Author Adichie Explores Faith, Feminism at Georgetown Event. Georgetown University.
- ↑ Shariatmadari, David. „Chimamanda Ngozi Adichie: religious leaders must help end Nigeria violence“. The Guardian.
- ↑ Adichie, Chimamanda Ngozi. Anti-Gay Law: Chimamanda Adichie Writes, 'Why can't he just be like everyone else?'.
- ↑ BAILEYS Women's Prize for Fiction 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 11 მარტი 2021.
- ↑ Holdsworth, Victoria. (2012) Prize winning author Chimamanda Ngozi Adichie to speak at Commonwealth Lecture. The Commonwealth.
- ↑ Hewett, Heather (2004). Adichie, Chimamanda Ngozi (ed.). „Finding Her Voice“. The Women's Review of Books. 21 (10/11): 9–10. doi:10.2307/3880367.
- ↑ Majendie, Paul (2007). „Nigerian author wins top women's fiction prize“. Reuters.
- ↑ "Chimamanda Ngozi Adichie | Half of a Yellow Sun", Winners, The 82nd Annual Anisfield-Wolf Book Awards, 2007.
- ↑ Felperin, Leslie (10 November 2013), "Half of a Yellow Sun: London Review", The Hollywood Reporter.
- ↑ Adichie, Chimamada. My Mother, the Crazy African. Spectrum Publishers.
- ↑ Weller, Chris (2017), "New Yorkers just selected a book for the entire city to read in America's biggest book club" დაარქივებული 2018-02-02 საიტზე Wayback Machine. , Business Insider.
- ↑ "One Book, One New York | And the winner is...", NYC.
- ↑ "American Academy of Arts and Sciences Elects 228 National and International Scholars, Artists, Philanthropists, and Business Leaders", American Academy of Arts and Sciences.
- ↑ Law, Katie. (2020) Zikora: A Short Story by Chimamanda Ngozi Adichie review: a taut tale of sexism and single motherhood.
- ↑ Nicolaou, Elena. (2020) Chimamanda Ngozi Adichie's First Work of Fiction Since Americanah Is Here.
- ↑ Carty-Williams, Candice (2020). „Chimamanda Ngozi Adichie's new short story is what I've been waiting for“. The Guardian.
- ↑ Chimamanda Ngozi Adichie voted best Women's Prize for Fiction winner. BBC News (2020).
- ↑ Flood, Alison (2020). „Chimamanda Ngozi Adichie voted Women's prize 'winner of winners'“. The Guardian.
- ↑ Chimamanda Ngozi Adichie to publish memoir about her father's death en (2021-02-11).