ანამბრის შტატი
ანამბრის შტატი (ინგლ. Anambra State) — შტატი ნიგერიის სამხრეთით. ფართობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პატარა შტატი ნიგერიაში (35-ე ადგილი 36 შტატს შორის). ყველაზე უფრო დიდი ქალაქები — ონიჩა და ნევი. შტატს სახელი დაერქვა მდინარე ანამბრის გამო.
შტატი | |
---|---|
ანამბრის შტატი ინგლ. Anambra State | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | Awka |
კოორდინატები | 6°20′00″ ჩ. გ. 7°00′00″ ა. გ. / 6.33333° ჩ. გ. 7.00000° ა. გ. |
დაარსდა | 3 თებერვალი, 1976 |
ფართობი | 4844 კმ² |
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 4 177 828 კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 862,47 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
საფოსტო ინდექსი | 420001 |
ოფიციალური საიტი | anambrastate.gov.ng |
![]() | |
ისტორიარედაქტირება
შტატის ტერიტორიაზე X საუკუნიდან 1911 წლამდე მდებარეობდა შუა საუკუნეების სახელმწიფო ნრი. ნიგერიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ანამბრა გახდა ბიაფრის ომის არენა: ქალაქ ულიში/ამორკაში აშენდა აეროდრომი, რომლითაც ბიაფრის ტერიტორიაზე ქალაქ სან-ტომეს გავლით მიეწოდებოდა ჰუმანიტარული დახმარება. შვედი ავიატორი კარლ გუსტავ ფონ როზენი ბიაფრის რესპუბლიკას დაეხმარა საჰაერო ფლოტის შექმნაში, რომელიც შედგებოდა Malmö MFI-9 ტიპის 5 თვითმფრინავისაგან და ბაზირებული იყო უგას აეროდრომდე.
1976 წელს აღმოსავლეთის ცენტრალური შტატის დაყოფისას შეიქმნა ანამბრის შტატი, რომელიც 1991 წელს გაიყო თანამედროვე ანამბრის და ენუგუს შტატებად.
მოსახლეობარედაქტირება
ანამბრის შტატის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი (98 %) შედგება იგბოს ხალხისაგან. უმცირესობაში მყოფი იგალას ხალხი ცხოვრობს შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ანამბრის შტატი დაყოფილია 21 თვითმმართველობის რაიონად.
ეკონომიკარედაქტირება
შტატის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბუნებრივი აირის, ნავთობის და ბოქსიტების მოპოვება. 2006 წელს აქ გაიხსნა ნიგერიაში პირველი კერძო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა — Orient Petroleum Refinery. პრაქტიკულად მთელი მისი ტერიტორია ვარგისია მიწათმოქმედებისათვის. შტატში ძირითადად კულტივირებულია ზეთოვანი პალმა, სიმინდი, ბრინჯი, იამსი და მანიჰოტი.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Population by State and Sex. population.gov.ng