ჩინუა აჩებე
ჩინუა აჩებე (ინგლ. Chinua Achebe; სრული სახელი და გვარი — ალბერტ ჩინუალუმოგუ აჩებე, Albert Chinualumogu Achebe; დ. 16 ნოემბერი, 1930, ოგიდი, ნიგერია, — გ. 21 მარტი, 2013, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ნიგერიელი (იგბო) მწერალი, თანამედროვე აფრიკული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი.
დაამთავრა იბადანის უნივერსიტეტი (ნიგერია) ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს (1967-1970) მხარს უჭერდა ბიაფრანის რეგიონის დამოუკიდებლობას, შემდეგ მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო ნიგერიის უნივერსიტეტის პროფესორი. 1970-იან წლებში ნიგერიის პოლიტიკური ცხოვრებით და კორუფციით იმედგაცრუებული აჩებე ძირითადად აშშ-ში ცხოვრობდა, 1990 წელს კი სამუდამოდ გადასახლდა იქ. ლექციებს კითხულობდა ბარდის კოლეჯში, შემდეგ იყო ბრაუნის უნივერსიტეტის აფრიკანისტიკის პროფესორი. მწერალმა სახელი გაითქვა რომანებით, რომელიც რეალისტურად აღწერს ტრადიციულ აფრიკულ საზოგადოებაში დასავლური წეს-ჩვეულებებისა და ღირებულებების შეღწევით გამოწვეულ საზოგადოებრივ და ფსიქოლოგიურ დეზორიენტაციას და კრიზისს. აჩუბეს საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება მისი პირველი რომანი „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ (Things Fall Apart, 1958), რომელშიც იგბოს ხალხის ცხოვრებისა და კოლონიალიზმის შეჯახებაა დახატული. იმავე თემას ეძღვნება „ღმერთის ისარი“ (Arrow of God, 1964). აფრიკაში გავრცელებული კორუფცია და პოსტკოლონიური პერიოდის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ასპექტები აისახა რომანებში: „მოსვენება დაიკარგა“ (No Longer at Ease, 1960), „კაცი ხალხიდან“ (A Man of the People, 1966), „ჭიანჭველების ბუდეები სავანაში“ (Anthills of the Savannah, 1988). აჩებეს ასევე ეკუთვნის პუბლიცისტური ხასიათის „შინ და დევნილობაში“ (Home and Exile, 2000) და „ბავშვის განათლება ბრიტანელთა მფარველობის ქვეშ“ (The Education of a British-Protected Child, 2009), ავტობიოგრაფიული „იყო ასეთი ქვეყანა: ბიაფრას ცხოვრების ისტორია“ (There Was a Country: A Personal History of Biafra, 2012). მიღებული აქვს მენ-ბუკერის საერთაშორისო პრემია (2007).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- აჩებე, ჩინუა, „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ — ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ. თბ., ინტელექტი. 2018. ISBN 9789941482403.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინუა აჩებე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ↑ 2.0 2.1 2.2 Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Babelio — 2007.
- ↑ Prabook — 2018.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ http://news.bbc.co.uk/2/hi/africa/7896665.stm
- ↑ 10.0 10.1 10.2 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 10. — ISBN 978-2-221-06888-5
- ↑ 11.0 11.1 Encyclopædia Universalis — Encyclopædia Britannica, 1968.
- ↑ Brown University reports on death of poet Chinua Achebe
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118646680 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Africultures — Éditions L'Harmattan, 1997. — ISSN 1276-2458; 2271-1732
- ↑ http://www.bbc.co.uk/programmes/p002vsn3/episodes/player
- ↑ http://www.worldatlas.com/webimage/countrys/africa/nigeria/ngfamous.htm
- ↑ https://livre.fnac.com/a6176744/Chinua-Achebe-L-education-d-un-enfant-protege-par-la-couronne
- ↑ 19.0 19.1 https://www.unhcr.org/fr/subsites/promref/4b30f7d93d/achebe-chinua.html
- ↑ https://www.franceculture.fr/emissions/une-vie-une-oeuvre/chinua-achebe-1930-2013-tant-que-les-lions-nauront-pas-leurs-propres-historiens-lhistoire-de-la
- ↑ http://www.nytimes.com/2013/03/26/opinion/africas-voice-nigerias-conscience.html
- ↑ https://buzzyafrica.com/articles/top-9-des-legendaires-philosophes-africains
- ↑ https://news.brown.edu/articles/2009/09/achebe
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 24.5 Who's who — (untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
- ↑ https://abidjan.net/qui/profil.asp?id=775
- ↑ https://www.lecture-ecriture.com/8558-Le-monde-s'effondre-Chinua-Achebe
- ↑ https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/2000-2009/chinua-achebe
- ↑ https://www.jeuneafrique.com/228081/culture/prix-litt-raire-man-booker-quatre-auteurs-africains-dans-la-liste-des-finalistes/
- ↑ https://www.afrik.com/chinua-achebe-obtient-le-man-booker-international-prize
- ↑ https://www.jeuneafrique.com/94965/archives-thematique/chinua-achebe/
- ↑ http://premio.grappanonino.it/en/winner/chinua-achebe/
- ↑ http://zh.worldheritage.org/articles/eng/Category:Fellows_of_the_American_Academy_of_Arts_and_Sciences
- ↑ https://ng.opera.news/ng/en/literature-poetry/b69bc759f8c4f906a92eb337fb620c12