ჩვეულებრივი გომბეშო
ჩვეულებრივი გომბეშო, კავკასიური გომბეშო (ლათ. Bufo verrucosissimus) — უკუდო ამფიბია გომბეშოსებრთა ოჯახისა. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, ფშავის არაგვის ხეობასა და ლაგოდეხში. ბინადრობს ტყეში, ბაღებში, ბუჩქნარებში. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ -მდე აღწევს. მსხვილია, ზემოდან მურა ფერის ან ერთფეროვანი, აქვს მუქი ლაქები. იკვებება უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ პატარ-პატარა ხერხემლიანი ცხოველებითაც. კარგად აქვს განვითარებული შხამიანი ჯირკვლები — პაროტიდები, რომლებიც ადამიანისათვის საშიში არ არის. მთაში გვხვდება ზღვის დონიდან 3000 მ-მდე.
ჩვეულებრივი გომბეშო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Bufo verrucosissimus (Pallas, 1814) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 39421 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 89.