ჩაო (ტბა)
ჩაო (ჩინ.巢湖) — ტბა ჩინეთში, ასევე ცნობილი თავისი ჩინური სახელით ჩაო ჰო. მდებარეობს ანხუეის პროვინციის დედაქალაქ ხეფეიში. ჩაო არის უდიდესი ტბა ანხუეიში და ჩინეთის 5 ძირითადი მტკნარი წყლის შემცველი ტბებიდან ერთ-ერთი.
ჩაო | |
---|---|
მდებარეობა | ხეფეი, ანხუეი |
სიგრძე | 52 კმ |
სიგანე | 22 კმ |
ფართობი | 760 კმ² |
საშუალო სიღრმე | 2.5 მ |
ტურიზმი
რედაქტირებატბის ირგვლივ ტურისტული ადგილები მოიცავს კუნძულ მუშანს, ჟონგმიაოს ტაძარს, მდინარე ტონიანგს, იინპინის მთას და უკვდავების გამოქვაბულს. ჩაოს ტბის ბინადარ ვერცხლის თევზებს, კრევეტებსა და კიბორჩხალებს, სამ განძს უწოდებენ. ტბას მეტსახელად „თევზისა და ბრინჯის ქვეყანა" შეარქვეს.
დაბინძურება და რეაბილიტაცია
რედაქტირებატბასთან დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, მძიმე გამოყენებამ გამოიწვია ტბის ევტროფიკაცია. ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური ზრდის გამო, ჩაო გახდა ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ტბა ჩინეთში.[1]
ხელისუფლებისთვის ტბის გაწმენდა უმთავრესი პრიორიტეტი გახდა. 2011 წელს ჩინეთის მთავრობამ ბანკისგან ისესხა 250 მილიონი აშშ დოლარი, რათა გაეკეთებინა ინვესტიცია სხვადასხვა გარემოსდაცვით ინფრასტრუქტურაში, როგორებიცაა საკანალიზაციო ქსელები და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები. ასევე აკრძალა სასუქის გამოყენება იმ ფერმერებისთის, რომლებიც ცხოვრობდნენ ტბის არეალში.[2]
მითოლოგია
რედაქტირებალეგენდის თანახმად, ტბის ადგილას ოდესღაც აყვავებული ქალაქი, ჩაოჟოუ არსებობდა. ქალაქში მცხოვრები ადამიანების ცოდვების გამო იგი ზეცამ დაწყევლა და წყალდიდობით განადგურება ბრძანა. დავალება უნდა შეესრულებინა თეთრ დრაკონს, რომელმაც მხოლოდ ერთი კარგი ადამიანის პოვნა შეძლო, მოხუცი ქალბატონის, გვარად ჯიაო. ჩაოჟოუს განადგურების შემდეგ გადარჩნენ მხოლოდ მოხუცი ქალბატონი და მისი ქალიშვილი. ისინი გახდნენ ტბიდან ამოსული ორი კუნძული.
ეს ლეგენდა შეიძლება დანერგილი იყოს ისტორიულ გეოლოგიაში, რადგან ჩაოს ტბა მდებარეობს რამდენიმე ძირითადი რღვევის კვეთაზე, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია, ტან ლუს რღვევა, რამაც გამოიწვია 1976 წელს მომხდარი ტანშანის დიდი მიწისძვრა.