ტანშანის მიწისძვრა
ტანშანის მიწისძვრა, აგრეთვე ტანშანის დიდი მიწისძვრა — მიწისძვრა, რომელიც მოხდა 1976 წლის 28 ივლისს, ჩინეთის ქალაქ ტანშანში. მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მიწისძვრად გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით. ეპიცენტრი დაფიქსირდა ხებეის პროვინციის ინდუსტრიულ და დაახლოებით მილიონიან ქალაქ ტანშანში. საწყის ეტაპზე ჩინეთის მთავრობის მიხედვით გარდაცვლილთა რაოდენობა 655 000 აღწევდა, თუმცა ეს მაჩვენებელი შემდეგ 240 000-255 000 განისაზღვრა. სხვადასხვა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 650,000 აღწევდა. ძლიერ დაშავდა 164 000 ადამიანი. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 7,8. მიწისძვრა მოხდა ადგილობრივი დროით 03:42:53.8 სთ-ზე და 14-16 წმ. გაგრძელდა. ბიძგები გავრცელდა ყველა მიმართულებით დაახლოებით 1100 კმ-ზე. ცოტა მოგვიანებით, იმავე დღეს, 7,1 მაგნიტუდიანი აფტერშოკი აღინიშნა ლუანსიანში, რომელიც ტანშანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 70 კმ-შია გაწოლილი. მიწისძვრა მოხდა უცნობი რღვევის გასწვრივ, რომელიც ამჟამად ტანშანის რღვევის სახელწოდებით არის ცნობილი. მიწისძვრის შედეგად დაინგრა ან ძლიერ დაზიანდა ქალაქის შენობების 85%-ზე მეტი. დიდი ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურასა და სოფლის მეურნეობას.
თარიღი | 28 ივლისი, 1976 |
---|---|
ხანგრძლივობა | 14-16 წმ |
მაგნიტუდა | 7,8 |
დაზარალებული ტერიტორია | ჩინეთი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტანშანის მიწისძვრა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)