ჩანგ-გიეონგის სასახლე — სასახლე, რომელიც მდებარეობს სეულში, სამხრეთ კორეაში.

ჩაანგგიეონგგუნგის მთავარი დარბაზი

სასახლე აგებულია შუა XV საუკუნეში მეფე სეჯონგის ბრძანებით, რომელმაც ეს სასახლე მამამისს მეფე თეჯონგს აუშენა. თავდაპირველად მისი სახელი იყო „სუგანგ-გუნგი“, მაგრამ ის 1483 წელს განაახლა და გააფართოვა მეფე სეონგჯონგმა, რომლის შედეგად სასახლემ მიიღო ამჟამინდელი სახელწოდება. ბევრი ნაგებობა განადგურდა XVI საუკუნეში, როდესაც იაპონია მრავალჯერ შეეცადა დაეპყრო კორეა და შეჭრილიყო ჩინეთში. ის ბევრჯერ აღადგინეს ჩოსონის დინასტიის მეფეებმა, მაგრამ XX საუკუნეში კვლავ მნიშვნელოვნად დაანგრია იაპონიამ, ამ დროს კი მეთოდურად მოხდა დანგრევა, იმისათვის, რომ ადგილი გაენთავისუფლებინათ თანამედროვე პარკისთვის, ღირსშესანიშნავი ადგილისთვის იმპერიაში, რომელიც იქნებოდა გაგრძელება ტოკიოს უენო პარკის.

იაპონიის კოლონიური პერიოდის დროს, იაპონიამ ააშენა ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღი და მუზეუმი ტერიტორიაზე. 1945 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების, არეულობის და 1950-1953 წლის კორეის ომის ნგრევის შემდეგ, მდიდარი კორეელების და უცხოური ზოოპარკების შემოწირულობებით ეს ზოოპარკი შეავსეს.[1] 1983 წელს ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი გადაიტანეს იქ, სადაც დღესდღეობით სეულ ლენდი მდებარეობს.

შემადგენლობა და შენობები

რედაქტირება

დღესდღეობით მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების სია ასეთია:

  • ჰონგჰვამუნი (მთავარი კარიბჭე) - სასახლის მთავარი კარიბჭე დგას აღმოსავლეთით, რომელსაც თვლიან, როგორც სასახლის ცენტრს. პირველი ნაგებობა აიგო 1484 წელს, რომელიც 1592 წლის იაპონიის შემოსევის დროს დაიწვა, ხოლო 1616 წელს ის აღადგინეს. მრგვალი პავილიონი (სიპჯაგაკი) აშენდა ხის ორ დონიანი კარიბჭის მხარეს. როგორც კი გაივლი ამ კარიბჭეს, დაინახავ ოკჩეონგჯოს ხიდს. ხიდის თაღებს შორის არის მოაჯირი, რომლის ქვეშაც დგას მოჩუქურთმებული გობლინი (დოკკები), რომელიც განკუთვნილია ბოროტი სულების განსადევნად. ოკჩეონგჯოს ხიდი აშენდა დაახლოებით 500 წლის წინ, რომელიც სიმბოლურად ემსახურება სასახლის შიდა ეზოში შესვლას. ჰონგჰვამუნი არის ეროვნული საგანძური 384.
  • ოკჩეონგიო (ხიდი) - ხიდი აიგო 1483 წელს. ის არის 9.9 მეტრი სიგრძის, რომელიც უჭირავს ორი ტყუპ თაღს. ხიდის თაღებს შორის არის მოაჯირი, რომლის ქვეშაც დგას მოჩუქურთმებული გობლინი (დოკკები), რომელიც განკუთვნილია ბოროტი სულების განსადევნად. ოკჩეონგჯოს ხიდი აშენდა დაახლოებით 500 წლის წინ, რომელიც სიმბოლურად ემსახურება კოშკის შიდა ეზოში შესვლას. ჰონგჰვამუნი არის ეროვნული საგანძური 384.
  • მიეონგჯეონგჯეონი (მთავარი დარბაზი) - მიეონგჯეონგჯეონი არის სასახლის მთავარი დარბაზი, სადაც იმართებოდა სახელმწიფო შეხვედრები და ოფიციალური სამეფო ბანკეტები. პირველად ის აშენდა 1484 წელს, მაგრამ 1592 წლის იაპონიის შემოსევის შედეგად დაიწვა. 1616 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, ის არის სეულის ყველა სასახლის მთავარ დარბაზებს შორის უძველესი მთავარი დარბაზი. ის უფრო პატარაა ვიდრე ორ სართულიანი მთავარი დარბზები გიეონგბოკგუნგისა და ჩანგდეოკგუნგის, რადგან თავდაპირველად ის აიგო, როგორც საცხოვრებელი კორპუსები, განსაკუთრებით ქვრივი დედოფლებისთვის, ის არ იყო აგებული სატახტო დარბაზისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მარტივი, ერთ სართულიანი ნაგებობა მიეონგჯეონგჯეონი აგებულია შემაღლებულ ქვის ტერიტორიაზე, რომელიც მთავარ დარბაზს ღირსებით აღჭურავს. ციხე-დარბაზის გავლის შემდეგ წინ დგას სამ დონიანი ბილიკი, რომელიც წარსულში მხოლოდ მეფეებისთვის იყო განკუთვნილი. გარემომცველ ტერიტორიაზე არის კედლის ნაგებობები ერთ ოთახიანი ოთახებით, რომელიც მხოლოდ სამეფო გუარდიისთვის ან სამეფო დაკრძალვებისთვის იყო განკუთვნილი. მიეონგჯეონგჯეონი აღინიშნება, როგორც ეროვნული საგანძური 226.
  • მუნჯეონგჯეონი (საკრებულოს სხდომათა დარბაზი) - მუნჯეონგჯეონი არის საკრებულოს სხდომათა დარბაზი, სადაც მეფე განიხილავდა სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს. განსხვავებით სატახტო დარბაზისგან, რომელიც დგას აღმოსავლეთით, ეს შენობა დგას სამხრეთით. ასეთი სასახლე მეორეხარსხოვანი ნაგებობით, რომელიც სატახტო დარბაზისგან განსხვავებით სხვა მხარესაა შებრუნებული ძალიან უჩვეულოა კორეაში. მუნჯეონგჯეონი როგორითაც დღესდღეობით გვხვდება 1986 წელს ჩაუტარეს რესტავრაცია მუნჯეონგჯეინის კარიბჭესთან და აღმოსავლეთ ნაწილის გადახურულ დერეფანთან ერთად. XIX საუკუნის „აღმოსავლეთ სასახლის ნახატი“ თანახმად მუნჯეონგჯეონი კედლით გაყოფილი იყო სუნგმუნდანგად და მიეონგჯეონგჯეონად, ასევე ჰქონდა პატარა დანართი. შიდა ეზო გარშემორტყმული იყო კედლით, როგორც დერეფანი. ამ ნაწილს ჯერჯერობით რესტავრაცია არ ჩატარებია.

1762 წლის 13 მაისს მუნჯეონგჯეონის პირდაპირ მოხდა საუკუნის ყველაზე ტრაგიკული ინციდენტი. მეფე იეონგჯოს გადასცეს, რომ სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი სადო იყო ფსიქიკურად ავადმყოფი და არაპროგნოზირებადი. პრინცზე გაშმაგებულმა მეფემ, ანუ მისმა მამამ გასცა ბრძანება, რომ პრინცი ცოცხლად დალუქულიყო დიდ ბრინჯის ყუთში, სადაც რვა დღეში გარდაიცვალა, მხოლოდ 28 წლის ასაკში. მეფე იეონგჯო მოგვიანებით გახდა მომნანიებელი და მისცა მის ვაჟს გარდაცვალების სახელი „სადო“ („ფიქრი მწუხარებაში“). არსებობს მოსაზრებაც, რომ პრინცი სადო გახდა პოლიტიკური შეთქმულების მსხვერპლი, მაგრამ ეს ფაქტი უარყეს, ლედი ჰიეგიეონგის მოგონებებიდან, რომელიც დაწერა პრინც სადოს ცოლმა ლედი ჰიეგიეონგი.

  • სუნგმუნდანგი (დარბაზი) - სუნგმუნდანგის დარბაზში მეფე ატარებდა ბანკეტებსა, განიხილავდა სახელმწიფოს საქმეებსა და კლასიკურ ლიტერატურას. მიიჩნევა, რომ ის აშენდა მეფე გვანგჰეგუნის მმართველობის პერიოდში, როდესაც ჩანგ-გიეონგ-გუნგი პირველად აღადგინეს. 1830 წელს ის დაიწვა, მაგრამ იმავე წლის შემოდგომაზე აღადგინეს. მისი საფუძველი ჩაფიქრებული იყო, რათა დარბაზი გამოჩენილიყო ამაღლებულ ადგილას დამრეც ტერიტორიაზე. საფუძვლის ქვები წინა სვეტებისთვის გაკეთდა მაღალი, მაშინ როდესაც უკანა გაკეთდა დაბალი. შენობის სახელწოდება „სუნგმუნდანგი“ დაწერა მეფე იეონგჯომ, რომელიც ჯერ კიდევ დარბაზის შესავლელთან კიდია.
  • ჰამინჯეონგი (პავილიონი) - ის პირველად აშენდა 1633 წელს ყოფილი ინიანგჯეონის დარბაზის ტერიტორიაზე. ჰამინჯეონგი 1830 წელს ხანძრის შედეგად დაინგრა, ხოლო 1833 წელს ის აღადგინეს. მეფე ამ პავილიონს იყენებდა ოფიციალური პირების მისაღებად და ბანეკეტების გასამართად. დღესდღეობით ჰამინჯეონგი გაღებულია ოთხივე მხარეს, მაგრამ როგორც „აღმოსავლეთ სასახლის ნახატის“ მიხედვით მას კედლები მხოლოდ სამ მხარეს ჰქონდა.
  • გიეონგჩუნჯეონი (დარბაზი) - აშენდა 1483 წელს, განადგურდა 1592 წელს, ხოლო 1616 წელს ის თავიდან ააშენეს, 1830 წელს დაიწვა და 1834 წელს ისევ აღადგინეს. მეფე ჯეონგჯო და მეფე ჰეონჯონგი სწორედ ამ დარბაზში დაიბადნენ.
  • ჰვანგიეონგჯეონი (დარბაზი) - პირველად აშენდა 1484 წელს მეფე სეონგჯონგის მმართველობის ხანაში. 1592 წელს ის განადგურდა, 1616 წელს ის აღადგინეს, მაგრამ 1830 წელს დარბაზი დაიწყვა და 1834 წელს ის კვლავ აღადგინეს.
  • ტონგმიეონგჯეონი (დარბაზი) - პირველად აშენდა 1484 წელს, ცოტა ხნის წინ 1834 წელს ის ხელახლა ააშენეს. ის არის იეონჯოს ტერიტორიის მთავარი შენობა, სადაც მეფეები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ.
  • ჩუნდანგჯი (ორი ტბორები) - აშენდა 1909 წელს 266 კვადრატული მეტრზე, კუნძულზე, ხოლო 1984 წელს მას დაემატა ხიდიც. ყველაზე პატარა ტბორი არის 1,107 კვადრატული მეტრის, ხოლო ყველაზე დიდი 6,483 კვადრატული მეტრი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hoon, Shin Young (2008). The Royal Palaces of Korea: Six Centuries of Dynastic Grandeur. Singapore: Stallion Press. ISBN 978-981-08-0806-8. 
  1. Oh, Chang-young (1993) 한국 동물원 팔십년사 (80th Anniversary of Korea’s Zoo). Seoul: Seoul Metropolitan Government, გვ. 204–208.