გიეონგჰუიგუნგი

სასახლე სამხრეთ კორეაში

გიეონგჰუის სასახლე (კორეულად: გიეონგჰუიგუნგი, სიტყვასიტყვით ჰარმონიული სიმშვიდის სასახლე) — სასახლე, რომელიც მდებარეობს სამხრეთ კორეაში, სეულში. ის იყო ერთ-ერთი „ხუთი გრანდიოზული სასახლიდან“, რომელიც აიგო ჩოსონის დინასტიის პერიოდში.[1]

გიეონგჰუის სასახლე, სეული, სამხრეთ კორეა

სასახლის მშენებლობა დაიწყო 1600 წელს მეფე გვანგჰაეგუნგის მეფობის დროს. ჩოსონის დინატიის ბოლო პერიოდში გიეონგჰუიგუნგი მეფის მეორე სასახლედ მიიჩნეოდა, ასევე ის განლაგებული იყო სეულის დასავლეთ ნაწილში, ამიტომაც გიეონგჰუიგუნგს ასევე უწოდებდნენ სეოგვოლს (დასავლეთის სასახლე). მეორეხარისხოვან სასახლეს, როგორ წესი, მეფე საგანგებო სიტუაციებში იყენებდა.

მეფე ინჯოდან, მეფე ჩეოლჯონგამდე, ჩოსონის დინასტიის დაახლოებით ათი მმართველი ჩერდებოდნენ გიეონგჰუიგუნგში. ეს სასახლე აშენდა მიმდებარე მთის ირიბი გეოგრაფიის გამოყენებით, რომლის არქიტექტურას აქვს ტრადიციული სილამაზე და ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა. გარკვეული დროის განმავლობაში სასახლეს ეკავა დიდი ადგილი, ეს დასტურდება თუნდაც იმით, რომ მას ჰქონდა თაღოვანი ხიდი, რომლითაც უკავშირდებოდა დეოკსუგუნგის სასახლეს. მეფის სამეფო აუდიტორიისთვის სასახლეს ჰქონდა სუნგჯეონგჯეონისა და ჯაეჯეონგჯეონის შენობები, ხოლო საძილე შენობებს წარმოადგენდნენ იუნგბოკჯეონი და ჰოესანგჯეონი.

გიეონგჰუიგუნგის რესტავრაცია და ხიდი მის შემოგარენში.

გიეონგჰუიგუნგმა უმეტესი ნაწილი დაკარგა XIX საუკუნის ხანძრის დროს, მეფე სუნჯონისა და გოჯონგის მმართველობის პერიოდში.[2] იაპონიის მიერ კორეის ნახევარკუნძულის ოკუპაციის დროს რაც დარჩა გიეონგჰუის სასახლიდან იაპონიის მთავრობამ ყველაფერი მიისაკუთრა და მის ადგილას ააშენა სკოლა იაპონელებისთვის. თავდაპირველი სასახლის ორი ძირითადი შენობა - სუნგჯეონგჯეონის სატახტო დარბაზი და ჰეუნგჰვამუნის კარიბჭე დაიშალა და სეულის სხვადასხვა ადგილებში გადავიდა. მისი რეკონსტრუქცია დაიწყო 1990 წელს სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით, აღედგინათ „ხუთი გრანდიოზული სასახლე“, რომელიც ძალიან მძიმედ დააზიანა და გაანადგურა იაპონიამ. თუმცა ურბანული ზრდისა და ათწლეულების განმავლობაში უგულებელყოფის შედეგად, მთავრობამ შეძლო თავდაპირველი სასახლის მხოლოდ 33% ის აღდგენა.[3]

სასახლე არის ისტორიული ძეგლი ნო.271.

სასახლის ტერიტორიაზე ამჟამად მდებარეობს სეულის ისტორიული მუზეუმი, ასევე სეულის ხელოვნების მუზეუმის მინაშენი. 2009 წელს იქ განთავსდა პრადას განმაახლებელი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „The 5 Palaces of Seoul“. Chosun Ilbo. 24 January 2012. ციტირების თარიღი: 23 April 2012.
  2. Gyeonghuigung Palace. Cultural Heritage Administration of Korea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 11 September 2015.
  3. http://parks.seoul.go.kr/park/common/park_info/park_info_detail.jsp?p_idx=45&p_cate=4[მკვდარი ბმული]