შრობა
შრობა — მყარი, თხევადი და აირისებრი სხეულებიდან წყლის (ტენის) მოცილება. შრობისას, როგორც წესი, სხეულს სცილდება მასალასთან ფიზიკურ-ქიმიურად (ადსორბციულად და ოსმოსურად) და მექანიკურად (მაკრო. და მიკროკაპილარების ტენი) დაკავშირებული ტენი. ქიმიურად დაკავშირებული ტენის შრობით მოცილება არ შეიძლება. ტექნიკაში უფრო ხშირად აშრობენ ტენიან მყარ მასალას მისი გადამუშავების, გამოყენების ან შენახვის წინ.
შრობა მიმდინარეობს როგორც ბუნებრივად (ნელა), ისე ხელოვნურად (სწრაფად). ქვემოთ განხილულია მხოლოდ ხელოვნური შრობა, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის საშრობების გამოყენებით. შრობის პირობებს (ტემპერატურა, წნევა, საშრობი აგენტის მოძრაობის სიჩქარე და სხვა) შეარჩევენ გასაშრობი მასალის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მიხედვით. მაგალთად, სითბოს მიწოდების ხეხის მიხედვით საშრობები არის კონვექციური, კონტაქტური, სუბლიმაციური, მაღარსიხშირული, რადიაციული.
შრობა კონვექციურ საშრობებში
რედაქტირებაკონვექციურ საშრობებში, ძირითად ვარიანტში, კალორიფერში, მაქსიმალურად დასაშვებ ტემპერატურამდე გახურებული საშრობი აგენტი მოძრაობს საშრობში და უშუალოდ ეხება გასაშრობ მასალას (საკვებ პროდუქტებს, სამედიცინო პრეპარატებს, ქიმიურ ნაერთებს და სხვა). ამ ვარიანტის თავისებურებაა საშრობი აგენტის ერთჯერადი გამოყენება. ზოგიერთი მასალის (მერქნის, კერამიკული ნაკეთობების და სხვა) შრობისთვის ხშირად იყენებენ ისეთ საშრობებს, რომლებშიც ნამუშევარი საშრობი აგენტის ნაწილს ხელახლა იყენებენ. ცეცხლ- და აფეთქებასაფრთხო მასალის შრობისთვის ან გასაშრობი მასალიდან სპირტის, ეთერისა და სხვათა მოცილებისას იყენებენ ინერტული აირების ან ჰაერის ნაკადის შეკრული ცირკულაციის საშრობებს. დოლურ საშრობებში აშრობენ წვრილნატეხოვან და ფხვიერ მასალას. პნევმონიურ საშრობებს იყენებენ მარცვლოვანი მასალის შრობისთვის. იგი ერთი ან რამდენიმე მილისგან შედგება. ამ მილებში გასაშრობ მასალას გადააადგილებს საშრობი აგენტის ნაკადი.
მდუღარე (ფსევდოგათხევადებული) შრის საშრობში მასალა ინტენსიურად აირევა. ასეთ საშრობებს ფართოდ იყენებენ ქიმიურ მრეწველობაში, ფერად მეტალურგიაში. საფრქვევ საშრობებში აშრობენ სითხეებს, რომლებსაც გააფრქვევენ ცხელი საშრობი აგენტის ნაკადში მექანიკური და პნევმონიური ფრქვევანებით. ფხვიერი და ბოჭკოვანი მასალის შრობას ატარებენ ლენტურ საშრობებში. გასაშრობი მასალა მოძრაობს უსასრულო ლენტზე, ხოლო საშრობი აგენტი ლენტების გასწვრივ ან გადამკვეთად გადაადგილდება.
შრობა კონტაქტურ საშრობებში
რედაქტირებაკონტაქტურ (მაგალითად, ვალცებიან) საშრობში აშრობენ თხევად ან პასტისებრ მასალას ატმოსფერული წნევის პირობებში ან ვაკუუმში. ასეთი საშრობების ძირითადი ნაწილია ნელა (2-10 ბრუნვა წუთში)მბრუნავი ვალცები, რომლებშიც ღრუ პოჭოჭიკით შედის ორთქლი და გამოიყოფა კონდენსატი. გასაშრობი მასალა ეკვრება ვალცების ზედაპირს თხელ (1-2 მმ) ფენად და შრება, შემდეგ მას დანებით ჭრიან.
შრობა სუბლიმაციურ საშრობებში
რედაქტირებასუბლიმაციური საშრობები გამოიყენება საკვები პროდუქტებისა და სამედიცინო პრეპარატების შრობისთვის. ასეთ საშრობებში გაყინულ მასალას ტენს აცილებენ ვაკუუმში 0°C-მდე ტემპერატურის პირობებში. კამერაში ორთქლდება ტენის საერთო შემცველობის 60-85%. მასალას დაჩენილ ტენს აცლიან 30-45°C ტემპერატურაზე ვაკუუმში. გასაშრობ მასალას სითბო გადაეცემა გაცხელებული ზედაპირებიდან ან გაცხელებული ეკრანების რადიაციით. სუბლიმაციური შრობისას პროდუქტზე არ მოქმედებს ჰაერის ჟანგბადი, არ მცირდება მისი ზომები, რის გამოც მიღებული პროდუქტი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით, ვიტამინებისა და სხვა ნივთიერებათა შემცველობით ახალ პროდუქტებს უახლოვდებიან.
შრობა მაღალსიხშირულ საშრობებში
რედაქტირებამაღალსიხშირულ საშრობებში სპეციალური გენერატორით შექმნილი მაღალი სიხშირის დენი გასაშრობ მასალას მთელ სისქეზე ათბობს, რაც აჩქარებს შრობის პროცესს. შესაძლებელია ტემპერატურისა და ტენიანობის რეგულირება მასალის მთელ მოცულობაში. სითხეებს აშრობენ წყლის შემბოჭი ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც არ ურთიერთქმედებენ გასაშრობ სითხეებთან. აირებს აშრობენ აბსორბციული მეთოდებით, აგრეთვე ადსორბციული მეთოდებით. აბსორბენტებად იყენებენ დიეთილენგლიკოლის, ტრიეთილენგლიკოლის, გლიცერინის, მწვავე ტუტეებისა და სხვა ხსნარებს. პროცესს ატარებენ აბსორბერში. ძირითადი აბსორბენტებია ბოქსიტები, ალუმოგელი, სილიკაგელი და სხვა. ადვილია მათი რეგენირება. აირების შრობისათვის მიმართავებ აგრეთვე ტენის კონდენსაციას ან გაყინვას, ან მათ კონტაქტს მყარ ჰიგროსკოპულ ნივთიერებებთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 30.