შოთა ხაბარელი
შოთა დიმიტრის ძე ხაბარელი (დ. 26 დეკემბერი, 1958, ძლევისჯვარი, ქარელის რაიონი) — ქართველი ძიუდოისტი და პოლიტიკოსი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1980).
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. თარიღი | 26 დეკემბერი, 1958 | |||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | ძლევისჯვარი, ქარელის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ | |||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 178 სმ სმ | |||||||||||||||||||||||||||||
წონა | 78 | |||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | საქართველო | |||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ძიუდო | |||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები | სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი | |||||||||||||||||||||||||||||
|
სპორტული კარიერა
რედაქტირება1982 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სსრკ (1982) და სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის (1983), ევროპის (გუნდური, 1979, მილანი; 1985 ბრიუსელი) და XXII ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა (1979, 1982) და ბრინჯაოს (1981, 1983), აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს (1983) პრიზიორი.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1987-1991 და 1997-2009 წლებში. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში ევროპის საუკეთესო მწვრთნელად არის დასახელებული.[1]
დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
პოლიტიკა
რედაქტირება2012 წლის 31 მაისიდან შოთა ხაბარელი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია.[2] საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული იყო კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად.[3] კრწანისის უბანში ხაბარელმა 57.18%-ით გაიმარჯვა და 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის კრწანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ლილოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[4]
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 7 სპორტსმენად (52 ქულა) დასახელდა შოთა ხაბარელი (ასკ, მწვრთნელი ო. ნათელაშვილი).[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- რატიშვილი, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 411.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 131–140. 268 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შოთა ხაბარელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- შოთა ხაბარელი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ შოთა ხაბარელი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
- ↑ შოთა ხაბარელი „ქართულ ოცნებას" შეუერთდა. „ინტერპრესნიუსი“. 31.05.12.
- ↑ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა დაასახელა. „liberali.ge“. 19.07.2012.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ 10 საუკეთესო // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1983, № 250 (7561), გვ. 1.