შოვქეთ მამედოვა

აზერბაიჯანელი მომღერალი

შოვქეთ ჰასან-ყიზი მამედოვა (აზერ. Şövkət Həsən qızı Məmmədova) (დ. 18 აპრილი, 1897, თბილისი — გ. 8 ივნისი, 1981, ბაქო)[1] — აზერბაიჯანელი ოპერის მომღერალი (ლირიკული-კოლორატურული სოპრანო), პედაგოგი, მუსიკის მოღვაწე. სსრკ-ის სახალხო არტისტი (1938), სკკპ წევრი 1942 წლიდან.

შოვქეთ მამედოვა
აზერ. Şövkət Həsən qızı Məmmədova

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი შოვქენი ჰასან-ყიზი მამედოვა
დაბ. თარიღი 18 აპრილი 1897
ტფილისი, რუსეთის იმპერია
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 8 ივნისი 1981 (84 წელი)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა კამერული მომღერალი, საოპერო მომღერალი, მუსიკის პედაგოგი
აქტიური 1912 წლიდან
შოვქეთ მამედოვა ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

შოვქეთ მამედოვა დაიბადა 1897 წელს ტფილისში (ამჟამად თბილისი, საქართველო) ღარიბ აზერბაიჯანულ ოჯახში. მისმა მამამ, პროფესიით მეწაღემ, თავისი ქალიშვილის დიდი მუსიკალური ნიჭი შეამჩნია, როდესაც ბავშვი 6 წლის იყო. 1910 წელს მან იპოვა მეცენატი, რომელიც დაეხმარა კავკასიის ოლქის ვიცე-გუბერნატორის, გრაფ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის მიერ საზეიმოდ მოწყობილ ბანკეტზე პუბლიკის წინაშე მომღერლის პირველი გამოსვლის ორგანიზებაში.

1910 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა ტიფლისში და 1911 წელს გაემგზავრა მილანში (იტალია) მილანის კონსერვატორიაში მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად, სადაც გამოჩენილი მომღერლისაგან დოტი ამბროზიასგან ღებულობდა გაკვეთილებს. სწავლისათვის საჭირო სახსრები აზერბაიჯანელმა მილიონერმა და მეცენატმა გაჯი ტაგიევმა და მისმა ცოლმა სონამ გამოყვეს.[2] მაგრამ 1912 წელს მათი მხრიდან ფინანსური დახმარება გაურკვეველი მიზეზის გამო შეწყდა და შოვქეთი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. მუსიკალური განათლების მიღება ტიფლისში გააგრძელა.

1912 წლის 13 აპრილს 15 წლის ასაკში პირველად გამოვიდა ბაქოში ტაგიევის თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე და უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალური კომედიიდან „ქმარი და ცოლი“ შეასრულა პარტია.

1917–1921 წლებში სწავლობდა კიევის კონსერვატორიაში, 1927–1929 წლებში — მილანსა და პარიზში. 1922–1948 აზერბაიჯანის მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. პარტიები: გულჩორა (უზეირ ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ ალან“), შაჰსენემი (რეინგოლდ გლიერის „შაჰსენემი“), ნარგიზი (მუსლიმ მაგომაევის „ნარგიზი“), ანტონიდა (მიხეილ გლინკას „ივანე სუსანინი“), როზინა (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვა. 1945 წლიდან ბაქოს კონსერვატორიის პედაგოგი (1949 წლიდან პროფესორი). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

გარდაიცვალა 1981 წლის 8 ივნისს ბაქოში. დაკრძალულია საპატიო დაკრძალვის ხეივანში.

კიევის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში გათხოვდა ინჟინერ იაკობ ლიუბარსკიზე, რომელიც უფრო ადრე, მილანში გაიცნო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Azərbaycanın ilk qadın opera müğənnisi…. Sharg. 24 May 2011. Retrieved 26 February 2017.
  2. - Шовкет Мамедова, бесстрашный вызов. Фуад Ахундов. Azerbaijan International. Зима 1997 (на английском языке)