ბაქოს მუსიკალური აკადემია
უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის ბაქოს მუსიკალური აკადემია (აზერ. Üzeyir Hacıbəyov adına Bakı Musiqi Akademiyası), ასევე ცნობილი, როგორც: ბაქოს მუსიკალური აკადემია, აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია და აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალური აკადემია — უმაღლესი მუსიკალური საგანმანათლებლო დაწესებულება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. სასწავლებელი 1920 წელს დაარსდა და მას კონსერვატორია ეწოდა.
უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის ბაქოს მუსიკალური აკადემია | |
---|---|
Üzeyir Hacıbəyli Adına Bakı Musiqi Akademiyası | |
დაფუძნდა | 1920 წელს |
ატარებს სახელს | უზეირ ჰაჯიბეკოვი |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | ფარჰათ ბადალბეილი |
მისამართი | შამსი ბადალბეილის ქუჩა N98, ბაქო, აზერბაიჯანი |
მდებარეობა | ბაქო |
ქალაქი | ბაქო |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
http://musicacademy.edu.az/ |
ისტორია
რედაქტირება1920 წელს აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა უზეირ ჰაჯიბეკოვმა ჩამოაყალიბა მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა ხალხში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას. აზერბაიჯანის განათლების სახალხო კომისარიატში (აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს ადრეული საბჭოთა ანალოგი) წარდგენილმა მოხსენებამ მაღალი დონის მუსიკალური საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნის შესახებ, მისი წინადადება დააკმაყოფილა. წინადადების საფუძველზე აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია დაარსდა 1920 წლის 25 მაისს. [1] ჰაჯიბეკოვი გახდა სასწავლებელის პირველი მმართველი. 1920-იან წლებში მან დააარსა აღმოსავლეთის განყოფილება, სადაც აზერბაიჯანულ ხალხურ მუსიკას ასწავლიდნენ როგორც ტრადიციულად (ზეპირად), ასევე ევროპული მეთოდებით, ანუ ნოტების გამოყენებით. კომპოზიტორ მუსლიმ მაგომაევთან ერთად მან შეიმუშავა სახელმძღვანელო, რომელიც აზერბაიჯანულ ხალხურ სიმღერებს შეიცავდა. წიგნი მოგვიანებით, 1927 წელს გამოიცა. 1939 წელს ჰაჯიბეკოვი დაინიშნა კონსერვატორიის ოფიციალურ ხელმძღვანელად.
1930 წელს ბაქოს წმინდა თადეოზისა და ბართლომეს სახელობის სომხური საკათედრო ტაძარი დაანგრიეს, რაც ადრეული საბჭოთა ათეისტური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა. სწორედ ამ ადგილას აშენდა აკადემიის ახალი შენობა.
აზერბაიჯანში ეროვნული მუსიკალური განათლების სისტემაში დასავლური და რუსული მოწინავე მუსიკალური მიღწევების ინტეგრირების გზით, ჰაჯიბეკოვმა მოკლე დროში მოახერხა გამოჩენილი კომპოზიტორების, პროფესიონალი შემსრულებლებისა და მომღერლების მომზადება, რომლებიც დღეს აზერბაიჯანის ეროვნულ მუსიკას ჰქმნიან.
მეორე მსოფლიო ომის დროს კონსერვატორიის აღმასრულებლებმა მოაწყვეს ასობით კონცერტი სამხედრო ნაწილებისა და ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებში იყვნენ განთავსებულები.[2] სასწავლებელმა შემოიერთა მრავალი დაწესებულება, მათ შორის: 1931 წელს ბულბულის საშუალო მუსიკალური სასწავლებელი, 1980 წელს მუსიკალური სტუდიის სკოლა და 1984 წელს მამედოვას საოპერო სტუდია.[3]
1991 წელს კონსერვატორიას სახელი ოფიციალურად გადაერქვა და ეწოდა ჰაჯიბეკოვის სახელობის ბაქოს მუსიკალური აკადემია.
სტრუქტურა
რედაქტირებააკადემია შედგება სამი ფაკულტეტისა და თვრამეტი განყოფილებისგან, არსებობს სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებებიც. აკადემიაში არსებობს სპეციალური განყოფილებები: ბულბულის სახელობის სპეციალური სამუსიკო სკოლა (1931 წლიდან), მუსიკალური სკოლა-სტუდია (1980 წლიდან) და მამედოვას სახელობის ოპერის სტუდია (1984 წლიდან). სასწავლებელი მოიცავს ასევე 2 სამეცნიერო ლაბორატორიასაც. 2002 წლისთვის აკადემიის ბიბლიოთეკაში 235 000 წიგნი იყო დაცული.
ცნობილი კურსდამთავრებულები და მოღვაწეები
რედაქტირება- ყარა ყარაევი
- ფიქრეთ ამიროვი
- სოლთან ჰაჯიბეკოვი
- ჯოვდათ ჰაჯიევი
- არიფ მელიკოვი
- ხაიმ მირზაზადე
- მურთუზა რზა-ოღლუ მამედოვი
- ფოლად ბულბულოღლი
- ვაგიფ მუსტაფა-ზადე
- მუსლიმ მაგომაევი
- ჯავიდ სამადოვი
იხილეთ აგრეთვე:
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Baku Academy of Music: History (1920-1939) Archived 2007-03-21 at the Wayback Machine Musakademiya.musigi-dunya.az. Retrieved 30 December 2006
- ↑ Baku Academy of Music: History (1939-1956) Archived 2004-11-21 at the Wayback Machine Musakademiya.musigi-dunya.az. Retrieved 30 December 2006
- ↑ Baku Academy of Music: Divisions Archived 2007-02-21 at the Wayback Machine. Musakademiya.musigi-dunya.az. Retrieved 30 December 2006