ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯავიდ სამადოვი (აზერ. Cavid Səmədov; დ. 14 მაისი, 1987, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ოპერის მომღერალი (ბარიტონი). ამჟამად ცხოვრობს ნიურნბერგში, გერმანიაში.

ჯავიდ სამადოვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 მაისი, 1987(1987-05-14) (37 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
საიტი javidsamadov.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1987 წლის 14 მაისს, ბაქოში, აზერბაიჯანში. დამთავრებული აქვს უზეირ ჰაჯიბეოვის ბაქოს მუსიკის აკადემია. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, იგი მიიწვიეს მოსკოვში, რუსეთში, გალინა ვიშნევსკაიის ოპერის ცენტრში, სადაც მან საკუთარი უნარები დახვეწა. მოგვიანებით სამადოვმა სწავლა განაგრძო ოსიმოში (იტალია) მდებარე საოპერო და ვოკალური ხელოვნების აკადემიასა და პესაროში (იტალია) მდებარე „საერთაშორისო რენატა ტებალდი-მარიო დელ მონაკოს სიმღერის აკადემიაში“.

ჯავიდ სამადოვი მონაწილეობდა: უილიამ მატიუზის, ჰარიეტ ლოუსონის, ლელა კუბერლის, რაინა კაბაიანსკას, ანტონიო ჯუვარას, ალა სიმონის, კარლო მორგანტის, მარიო მელანის, სეგიო სეგალინის, თომას ჰემსონის, პიეტრო სპაგნიოლის, კინზია ფორტეს, ვერენა კელერის, ანდრეას შჩულერის და კრისტინა მუტის მიერ ჩატარებულ მასტერკლასებში. აგრეთვე, მან მასტერკლასი ჩაატარა მაესტრო ვინჩენცო დე ვივოსთან ერთად ოსიმოში (იტალია), საოპერო და ვოკალური ხელოვნების აკადემია.

სამადოვის კარიერა დაიწყო 2007 წელს, აზერბაიჯანის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც იგი გამოჩნდა ჟორჟ ბიზეს ოპერა კარმენში, „ესკამილიოს“ მთავარ როლში. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო კონცერტში რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიისთვის ჩატარდა.

2010 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო გაბალას მეორე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში; იგი ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად გამოჩნდა. წარმოდგენას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა და იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა. შესრულების დროს სამადოვმა მუსლიმ მაგომაევის კომპოზიცია აზერბაიჯანელი წარმოადგინა.[1]

2010 წლის ოქტომბერში, საბერძნეთის ეროვნულ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანული კულტურის ფესტივალში (ჩატარდა ათენში, საბერძნეთში).

2014 წლის ოქტომბერში მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში გამართულ საერთაშორისო საოპერო ფესტივალში «Opernwerkstatt 2014.[2]

2014 წლის ნოემბერში გამოჩნდა რიჩარდ სტრაუსის ოპერა სალომეში; მისი ჩვენება სან-კარლო თეატრში, ნეაპოლში (იტალიაში) შედგა.

2016 წლის აგვისტოში მონაწილეობა მიიღო VIII გაბალას საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში (აზერბაიჯანში).[3]

ამჟამად იგი წარმოდგენებს ასრულებს: გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ჩერნოგორიაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთში, ისრაელსა და საბერძნეთში.

ჯავიდ სამადოვი დაქორწინებულია და ჰყავს ერთი ვაჟი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯავიდ_სამადოვი“-დან