სოლთან ჰაჯიბეკოვი
სოლთან ისმაილის ძე ჰაჯიბეკოვი (აზერ. Soltan İsmayıl oğlu Hacıbəyov; დ. 8 მაისი, 1919, შუშა, აზერბაიჯანის დრ — გ. 19 სექტემბერი, 1974, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი საბჭოთა კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი. სსრკ-ის სახალხო არტისტი (1973).[1]
სოლთან ჰაჯიბეკოვი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 8 მაისი, 1919 |
დაბ. ადგილი | შუშა, აზერბაიჯანის დრ |
გარდ. თარიღი | 19 სექტემბერი, 1974 (55 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი |
სოლთან ჰაჯიბეკოვი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებასოლთან ჰაჯიბეკოვი დაიბადა 1919 წლის 8 მაისს, ქალაქ შუშაში.
1930 წელს, ორწლიანი დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰაჯიბეკოვი საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა, სადაც 1936 წლიდან ცხოვრობდა ბიძამისის უზეირ ჰაჯიბეკოვის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ბაქოს მუსიკალურ კოლეჯში, საყვირის კლასში (ა. კოლპინსკის სტუდენტი).
1939 წელს, კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ჰაჯიბეკოვი ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში, კომპოზიტორთა ფაკულტეტზე, პროფესორ ბ. ზეიდმანთან, რომელიც 1946 წელს დაამთავრა.
1938–1940 წლებში, კონსერვატორიის სტუდენტობისას, იყო ბაქოს მუსიკალური კომედიის თეატრის ორკესტრს დირიჟორი. 1940–1942 წლებში ხელმძღვანელობდა მაგომაევის სახელობის ფილარმონიის თარზე დამკვრელ მუსიკოსთა აზერბაიჯანულ ანსამბლს.
1942–1945 წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1948 წლიდან აზერბაიჯანის ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1948 წლიდან — პედაგოგი, 1965 — პროფესორი, 1969 წლიდან — აზერბაიჯანის კონსერვატორიის (ამჟამად ბაქოს მუსიკალური აკადემია) რექტორი.
გარდაიცვალა 1974 წლის 19 სექტემბერს. დაკრძალეს ბაქოს საპატიო ხეივანში.