ვანდა შიუკაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან შიუკაშვილი, ვანდა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შიუკაშვილი.

ვანდა ნიკოლოზის ასული შიუკაშვილი (დ. 21 აგვისტო, 1905, ახალციხე — გ. 26 მაისი, 2001) — ქართველი საბჭოთა პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967[1]). ღირსების ორდენის კავალერი (1995).

1927 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ა. თულაშვილის კლასი). წლების განმავლობაში ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი (საქართველოს რადიოგადაცემები, 1935–1952, ძირითადად, თავის ძმასთან, მევიოლინე ლ. შიუკაშვილთან ერთად ასრულებდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, იოჰანეს ბრამსის, რობერტ შუმანის სონატებს და სხვა ნაწარმოებების).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება