ნიკოლოზ შენგელაია

(გადამისამართდა გვერდიდან შენგელაია, ნიკოლოზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელაია.

ნიკოლოზ მიხეილის ძე შენგელაია (დ. 8 აგვისტო, 1901, სოფ. ობუჯი, წალენჯიხის რაიონი — გ. 4 იანვარი, 1943, სოფ. ვაზიანი, საგარეჯოს რაიონი) — ქართველი სცენარისტი და კინორეჟისორი, ფუტურისტი პოეტი, რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1935), სტალინური პრემიის ლაურეატი (1941).

ნიკოლოზ შენგელაია
დაბადების თარიღი 8 აგვისტო, 1903
ობუჯი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 იანვარი, 1943 (39 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, პოეტი
აქტიური 1924-1943
მეუღლე(ები) ნატო ვაჩნაძე
შვილ(ებ)ი გიორგი შენგელაია, ელდარ შენგელაია
ჯილდოები სტალინის პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1919 წელს დაიწყო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე. 1922 წლიდან ფუტურისტულ ლექსებს წერდა. 1923-24 წლებში მუშაობდა საბჭოთა სავაჭრო ფლოტში. 1924 წელს იგი რეჟისორის ასისტენტად მიიწვია კოტე მარჯანიშვილმა ფილმზე „ქარიშხლის წინ“. 1926-27 წლებში სერგო კლდიაშვილთან ერთად დაწერა სცენარი ფილმებისთვის „სამანიშვილის დედინაცვალი" და „გაფლანგვა".

1927 წლიდან დაიწყო რეჟისორობა. პირველი ფილმი „გიული“ მან ლეო პუშთან ერთად გადაიღო იმავე წელს. ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული სახე შექმნა შენგელაიას მომავალმა მეუღლემ ნატო ვაჩნაძემ.

მის შემოქმედებაში მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეული ფილმი იყო ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების მოტივებზე გადაღებული „ელისო“, რომელიც მან 1928 წელს გადაიღო. 1933 წელს აზერბაიჯანში გადაიღო ფილმი 26 ბაქოელი კომისრის შესახებ. 1937 წელს გადაიღო ფილმი „ნარინჯის ველი“, რომელიც სტალინის საყვარელი ფილმი გახდა და 1941 წელს შენგელაიამ სტალინური პრემია დაიმსახურა.

შენგელაია გამოირჩეოდა რეჟისორული გამომგონებლობით, დინამიკური კადრების სიმრავლით, მონტაჟის ოსტატობით, დახვეწილი კინემატოგრაფიული აზროვნებით, ტემპერამენტითა და პოეტურობით. მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოყალიბდა კინემატოგრაფიის საზოგადოების საორგანიზაციო ბიურო. შენგელაია ადრეულ ასაკში, 42 წლისა, გარდაიცვალა 1943 წელს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი შვილები ელდარ და გიორგი შენგელაიები ქართული კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 370, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება