შანტე ტორენ მური (ინგლ. Chanté Torrane Moore; დ. 17 თებერვალი, 1967, სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, ავტორი და მსახიობი. 1990-იანი წლების დასაწყისში ცნობილი გახდა სადებიუტო ალბომით Precious. ნამუშევარი გამოვიდა 1992 წელს. ალბომს ოქროს სერტიფიკატი აქვს მიღებული ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. მუსიკოსმა ალბომიდან გამოუშვა ორი სინგლი „Love's Taken Over" და „It's Alright". 1994 წელს გამოუშვა მეორე ალბომი, A Love Supreme, თუმცა ნამუშევარს დიდი კომერციული წარმატება არ ხვდა წილად.

შანტე მური

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი შანტე ტორენ მური
დაბ. თარიღი 17 თებერვალი, 1967 (1967-02-17) (57 წლის)
წარმოშობა სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული, გოსპელი, ჯაზი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, ავტორი, მსახიობი
აქტიური 1985 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი chantemoore.com

1999 წელს გამოვიდა მისი მესამე ალბომი, This Moment Is Mine. მუსიკოსმა გამოუშვა სინგლი „Chanté's Got a Man". კომპოზიცია მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 10-ში და რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ მან გამოუშვა კიდევ სამი სოლო სტუდიური ალბომი Exposed (2000), Love the Woman (2008), Moore Is More (2013) და ორი კოლაბორაციული ალბომი კენი ლატიმორთან ერთად - Things That Lovers Do (2003), Uncovered/Covered (2006).

2013 წელს მური გამოჩნდა TV One-ის რეალით სერიალში R&B Divas: Los Angeles.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

შანტე მური დაიბადა 1967 წლის 17 თებერვალს, სან-ფრანცისკოში. ის ბავშვობაში ეკლესიაში მღეროდა. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ჯორჯ დიუკისა და ლი რიტენურის შემოქმედებამ. მური ოცდაორი წლის ასაკში MCA Records-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუილ საილასმა აღმოაჩინა.

კარიერა რედაქტირება

მურმა მუსიკალური კარიერა 1991 წელს დაიწყო, როდესაც ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Silas Records. 1992 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Precious“.[1] პირველი სინგლი „Love's Taken Over" ოთხმოცდამეექვსე ადგილზე მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში, ხოლო რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში მე-13 ადგილზე გავიდა. მურის მეორე ალბომი „A Love Supreme" გამოვიდა 1994 წელს და ბილბორდ 200-ის ჩარტში სამოცდამეოთხე ადგილზე გავიდა.[2] ალბომის პირველმა სინგლმა, „Old School Lovin" მეცხრამეტე ადგილი დაიკავა რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში.

1999 წელს გამოუშვა თავისი მესამე ალბომი, „This Moment Is Mine". მუსიკოსმა ალბომიდან გამოუშვა სინგლი „Chanté's Got a Man". კომპოზიცია მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 10-ში და რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. მურის მეოთხე ალბომი, „Exposed", გამოვიდა 2000 წელს, რომელშიც შედის სინგლები „Straight Up" და „Bitter".

2002 წელს მუსიკოსმა მოიგო Soul Train-ის მუსიკალური ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ/სოულ სინგლის კატეგორიაში სიმღერისთვის „Contagious". იმავე წელს, მური ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე საუკეთესო კოლაბორაციული რიტმ-ენდ-ბლუზ შესრულების კატეგორიაში.

2003 წელს მუსიკოსმა კენი ლატიმორთან ერთად ჩაწერა კოლაბორაციული ალბომი „Things That Lovers Do". ამას მოჰყვა კიდევ ერთი კოლაბორაციული ალბომი „Ucovered/Covered" 2006 წელს.[3] 2007 წელს მურმა ითამაშა სპექტაკლში „Ay Any Means Necessary".

 
მური 2018 წელს

2008 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მეხუთე სოლო ალბომი „Love the Woman" ლეიბლ Peak Records-ის ეგიდით.[4][5] იმავე წელს დაიწყო ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში. ასევე ითამაშა სპექტაკლში „Gospel! Gospel! Gospel!".[6] 2011 წელს გახდა რეალითი შოუს „SportyGirl Fitness“ წამყვანი.

2013 წელს გააფორმა კონტრაქტი Shanachie Entertainment-თან და გამოუშვა მეექვსე სტუდიური სოლო ალბომი „Moore Is More", რომელსაც წინ უძღოდა სინგლი „Talking in My Sleep".[7][8] იმავე წელს გამოჩნდა რეალით სატელევიზიო შოუში „R&B Divas: Los Angeles“.[9]

2016 წელს გამოუშვა ახალი კოლაბორაციული კომპოზიცია „Ghetto Love".[10] იმავე წლის ბოლოს გამოუშვა კიდევ ერთი სინგლი სახელწოდებით „Put It On Fate". 2017 წელს მან მონაწილეობა მიიღო ბროდვეის სპექტაკლში „Married But Single Too" და გამოუშვა მეშვიდე სტუდიური ალბომი „The Rise of the Phoenix" საკუთარი ხმისჩამწერი ლეიბლის CM7 Records-ის ეგიდით.[11]

2017 წელს მურმა გამოუშვა თავისი პირველი საშობაო ალბომი სახელწოდებით „Christmas Back to You".[12] მომავალ წელს გამოუშვა EP სახელწოდებით „1 of 4". 2021 წელს გამოუშვა სინგლი „Right One".[13][14][15]

2022 წლის ნოემბერში მურმა იმღერა Soul Train Music Awards-ზე და შეასრულა სიმღერები სადებიუტო ალბომიდან ნამუშევრის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად.[16] 2023 წლის იანვარში ხელი მოაწერა კონტრაქტს P Music Group-თან და დაიწყო მეცხრე სტუდიურ ალბომზე მუშაობა.[17][18]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Chante Moore Precious Amazon Music. ციტირების თარიღი: 3 July 2017
  2. Billboard 200 Charts > Chante Moore. ციტირების თარიღი: 3 July 2017
  3. KENNY AND CHANTE PLAY MARRIAGE THERAPISTS WITH NEW ALBUM: Couple heeds their calling with "Covered/Uncovered"; God knows Christian marriages need it.. EURweb (2006-10-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-04. ციტირების თარიღი: 2024-02-19.
  4. By Any Means Necessary Biographies დაარქივებული April 26, 2008, საიტზე Wayback Machine.
  5. Chanté Moore: Love The Woman. Amazon.com
  6. Pickens, James Jr.. (2009-05-05) Gospel! Gospel! Gospel. James Pickens Jr Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-14. ციტირების თარიღი: 2009-05-05
  7. Chante Moore has joined Shanachie Entertainment. Shanachie Entertainment (2013-01-03). ციტირების თარიღი: 2013-01-19
  8. Moore Is More (30 July 2013). ციტირების თარიღი: 10 April 2017
  9. R&B Divas: LA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2013-08-06
  10. Instagram post by Chante Moore • Aug 24, 2015 at 9:08pm UTC. instagram.com. ციტირების თარიღი: 10 April 2017
  11. Caslin, Yvette. (March 8, 2017) Chanté Moore has a new man; talks loving again, new album and stage play. ციტირების თარიღი: August 2, 2023
  12. Chante Moore - This was night b4Last in Detroit at Chene... (2017-06-30). ციტირების თარიღი: 2020-04-18
  13. Chante Moore - Right One. ციტირების თარიღი: 30 December 2021
  14. Chanté Moore Finds Inspiration In The 'Right One' (September 7, 2021). ციტირების თარიღი: December 30, 2021
  15. Samuels, Keithan. (4 September 2021) Chanté Moore Returns With New Single 'Right One'. ციტირების თარიღი: 30 December 2021
  16. Corrine, Amber. (November 26, 2023) Chanté Moore Hits A High Note During 2022 BET Soul Train Awards Performance. ციტირების თარიღი: July 31, 2023
  17. თარგი:Cite instagram
  18. Chanté Moore Signs With P Music Group (January 1, 2023). ციტირების თარიღი: August 1, 2023