გუდამაყრის არაგვი
მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან შავი არაგვი)
გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვი — მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2940 მეტრზე. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს და შემდგომში მიედინება მდინარე არაგვის სახით. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 240 კმ². მთავარი შენაკადია ბაკურხევი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალი წლიური ხარჯი 7,96 მ³/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში, ფსკერის ყინული.
გუდამაყრის არაგვი | |
---|---|
გუდამაყრის არაგვი შესართავთან | |
სხვა სახელი | შავი არაგვი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
მარცხენა შენაკადები | ბაკურხევი |
სათავე |
მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე 42°32′00″ ჩ. გ. 44°47′33″ ა. გ. / 42.53333° ჩ. გ. 44.79250° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2940 მ |
შესართავი |
არაგვი 42°20′42″ ჩ. გ. 44°41′41″ ა. გ. / 42.34500° ჩ. გ. 44.69472° ა. გ. |
სიგრძე | 30 კმ |
აუზის ფართობი | 240 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7,96 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 178.