ყორულდაში
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში
ყორულდაში — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ყორულდაშისა (ცხენისწყლის სათავე) და ვოიშურის (ენგურის სათავე) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3075 მ. ყორულდაში აგებულია ზედაიურული კირქვებით, მერგელებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. მთა შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ყორულდაში | |
---|---|
კოორდინატები: 42°54′05″ ჩ. გ. 43°06′05″ ა. გ. / 42.901611° ჩ. გ. 43.101389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სიმაღლე | 3075 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი, თიხა და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 659.