ყორასი
ყორასი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ბაბუშარის თემი), მდინარე პატარა კოდორის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 30 მ, გულრიფშიდან 15 კმ, დრანდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 2,5 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 659.