ყირიმის დემოგრაფია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

2021 წლის იანვრის მონაცემებით, "ყირიმის რესპუბლიკის" და სევასტოპოლის ჯამური მოსახლეობა იყო 2 416 856 ადამიანი ("ყირიმის რესპუბლიკა": 1 903 707, სევასტოპოლი: 513 149).[1] ეს აღემატება 2001 წლის უკრაინის მოსახლეობის აღწერის მაჩვენებლებს, რაც იყო 2 376 000 ადამიანი ("ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა": 2 033 700, სევასტოპოლი: 342 451)[2] და, ასევე, რუსეთის მიერ 2014 წლის დეკემბერში ჩატარებული ადგილობრივი აღწერის მაჩვენებლებს, რაც იყო 2 248 400 ადამიანი ("ყირიმის რესპუბლიკა": 1 889 485, სევასტოპოლი: 395 000).[3]

 
ყირიმის ეთნიკური შემადგენლობა XVIII-XXI საუკუნეებში.

ყირიმის შიდა ცხოვრება ყოველთვის იყო ეთნიკურად მრავალფეროვანი მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, გადადიოდა რა ხელიდან ხელში სხვადასხვა დროს. კერძოდ, სამხრეთ სანაპიროს ბოლო ორ ათასწლეულში, უმეტესწილად ფლობდნენ სხვადასხვა რომაული (და აღმოსავლეთ რომაული) სახელმწიფოები. სკვითურ-სარმატული, გოთური, ჰუნური, თურქული, მონღოლური და სლავური დაპყრობები ერთმანეთის მიყოლებით დომინირებდა. მისი სამხრეთი სანაპირო თავდაპირველად იყო ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე და ბერძენთა კოლონიების ნაწილი (ძვ. წ. მე-7 და ძვ. წ. მე-6 საუკუნეებიდან მოყოლებული), შემდეგ ბოსფორის სამეფოს ნაწილი (ძვ. წ. 480 - ძვ. წ. 63 წლები), რომაელთა ბატონობის (ძვ. წ. 47 - ახ. წ. 330 წლები) და მისი მემკვიდრე სახელმწიფოების, კერძოდ, ბიზანტიელთა (ახ. წ. 330 - ახ. წ. 1204), ტრაპიზონის იმპერიის (ახ. წ. 1204 - ახ. წ. 1461) და თეოდოროს სამთავროს ქვეშ. 1475 წელს, რეგიონი დაიპყრეს ოსმალო თურქებმა. გვიანი შუა საუკუნეების დროს, რამდენიმე სანაპირო ქალაქს მართავდნენ იტალიის ქალაქი-სახელმწიფოები.

ყირიმელი თათრები, როგორც ადგილობრივი თურქულენოვანი ეთნიკური ჯგუფი, წარმოიშვნენ ახალი ისტორიის დასაწყისში, კერძოდ, ყირიმის სახანოს არსებობის პერიოდში და 1783 წელს რუსეთის იმპერიის მიერ "ყირიმის სახანოს" ანექსიის დროს, უკვე მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ. "ახალი რუსეთის" სახელით ცნობილ კოლონიზაციას ("ნოვოროსიისკის გუბერნია", რომლის ნაწილიც მოგვიანებით იყო "ტავრიდის გუბერნია"), მე-18 საუკუნის მიწურულს, ხელმძღვანელობდა ეკატერინე II დიდის მიერ აბსოლუტურ მმართველად დანიშნული პრინცი გრიგორი პოტიომკინი. ყირიმის მიწები გულუხვად გადაეცათ რუს დიდებულებს, რომლებმაც ძირითადად უკრაინიდან და რუსეთიდან იქ ჩაასახლეს გლეხები, მეჩხრად დასახლებული სტეპების დასამუშავებლად. ეკატერინე დიდმა, ასევე, მოიწვია ევროპელი მოსახლეები - გერმანელები, პოლონელები და იტალიელები, რათა დაფუძნებულიყვნენ ამ ახლადდაპყობილ მიწებზე. ყირიმი, გეოგრაფიულად და დემოგრაფიულად, დაყოფილია 3 რეგიონად: შიდა სტეპები, მთები და სანაპირო. თათრები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ მთაგორიან ადგილებში, ხოლო სტეპებში - მაცხოვრებლების ნახევარს. რუსები კი, ძირითადად, თავმოყრილი იყვნენ ფეოდოსიის მხარეში. აღსანიშნავია, რომ გერმანელები და სხვა ევროპელები ყირიმში დასახლდნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში და მიიღეს დიდი რაოდენობით საკუთრება და ნაყოფიერი მიწა. მდიდარმა კოლონიზატორებმა მოგვიანებით იყიდეს მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი, ძირითადად, პერეკოპსკისა და ევპატორიას რაიონებში.

1897 წლისთვის, რუსეთის იმპერიის აღწერის მიხედვით, ყირიმელი თათრები კვლავ მსუბუქ უმრავლესობას (35%) შეადგენდნენ ყირიმის ჯერ კიდევ დიდ სასოფლო ტიპის მოსახლეობაში, მაგრამ, ამასთანავე ყირიმში იყვნენ დიდი რაოდენობით რუსები (33%), უკრაინელები (11%) და მცირე რაოდენობით გერმანელები, ებრაელები (მათ შორის, კრიმჩაკები და ყირიმელი ყარაიტები), ბულგარელები, ბელარუსები, თურქები, სომხები, ბერძნები და ბოშები.

მე-20 საუკუნის ძვრებმა და ეთნიკურმა წმენდამ ფართოდ შეცვალა ყირიმის ეთნიკური შემადგენლობა. 1944 წელს, 200 000 ყირიმელი თათარი ყირიმიდან გადაასახლეს ცენტრალურ აზიასა და ციმბირში. იგივე ბედი ეწია 70 000-მდე ბერძენს, 14 000-მდე ბულგარელს და სხვა ეროვნებებსაც.[4] [5] მე-20 საუკუნის მიწურულისთვის, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას თითქმის მხოლოდ რუსები და უკრაინელები შეადგენდნენ. თუმცა, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, გადასახლებული ყირიმელი თათრები მშობლიურ მიწას დაუბრუნდნენ და 21-ე საუკუნის დასაწყისისთვის მოსახლეობის 10% მოიცვეს.

ეთნოსები და ენები

რედაქტირება

ყირიმულ-გოთურმა, ანუ აღმოსავლეთ გერმანიკულმა ენამ, არსებობა შეწყვიტა მე-18 საუკუნეში, მაშინ, როცა ყირიმელი გოთები გაცილებით უფრო ადრე გაიფანტნენ სხვა ეთნოსებში. 2001 წლის აღწერის მიხედვით, ყირიმის მოსახლეობის ეთნიკური კომპოზიცია ამგვარად იყო წარმოდგენილი: რუსები: 1,45 მილიონი (60,5%), უკრაინელები: 577 000 (24,0%), ყირიმელი თათრები: 245 000 (10,2%), ბელარუსები: 35 000 (1,4%), სხვა ეროვნების თათრები: 13 500 (0,5%), სომხები: 10 000 (0,4%) და ებრაელები: 5 500 (0,2%).[6]

ეთნიკური

ჯგუფი
1785 წ. აღწერა 1795 წ. აღწერა 1816 წ. აღწერა 1835 წ. აღწერა 1850 წ. აღწერა 1864 წ. აღწერა[7] 1897 წ. აღწერა[8][9] 1926 წ. აღწერა [10] 1939 წ. აღწერა [11] 1959 წ. აღწერა 1970 წ. აღწერა 1979 წ. აღწერა [12] 1989 წ. აღწერა [13] 2001 წ. აღწერა1 2014 წ. აღწ.2[14][15][16][17]
% % % % % % რიცხვი % რიცხვი % რიცხვი % რიცხვი % რიცხვი % რიცხვი % რიცხვი % რიცხვი % რიცხვი %
რუსები 2.2% 4.3% 4.8% 4.4% 6.6% 28.5% 180,963 33.11% 301,398 42.2% 558,481 49.6% 858,273 71.4% 1,220,484 67.3% 1,460,980 66.9% 1,629,542 67.0% 1,450,400 60.4% 1,492,078 67.9%
უკრაინელები 1.3% 3.6% 3.1% 7% 64,703 11.84% 77,405 10.6% 154,123 13.7% 267,659 22.3% 480,733 26.5% 547,336 25.1% 625,919 25.8% 576,600 24.0% 344,515 15.7%
ყირიმელი თათრები (+ თათრები) 84.1% 87.6% 85.9% 83.5% 77.8% 50.3% 194,294 35.55% 179,094 25.1% 218,879 19.4% 5,422 0.2% 38,365 1.6% 258,700 10.8% 277,336 12.6%
ბელარუსები 2,058 0.38% 3,842 0.5% 6,726 0.6% 21,672 1.8% 39,793 2.2% 45,000 (e) 2.1% 50,045 2.1% 35,000 1.5% 21,694 1.0%
სომხები .6% 1.3% 1.5% 1% 6.5% 8,317 1.52% 10,713 1.5% 12,923 1.1% 3,091 0.2% 2,794 0.1% 10,000 0.4% 11,030 0.5%
ებრაელები (+ ყარაიტები) 2.3% 2.3% 2% 2.2% 7% 24,168 4.42% 45,926 6.4% 65,452 5.8% 26,374 2.2% 25,614 1.4% 17,371 0.7% 5,500 0.2% 3,144 0.1%
სხვები 13.7% 3.9% 2.1% 5.5% 5.4% 7.7% 72,089 13.19%
ჯამში მოსახლეობა 546,592 713,823 1,126,429 1,201,517 1,813,502 2,184,000 2,430,495 2,401,200 2,284,769
1. წინა აღწერებთან შესადარებლად, "ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის" და სევასტოპოლის შედეგები გაერთიანდა.

2. 2014 წ.-ის პროცენტულობა ეფუძნება ეროვნების შესახებ კითხვაზე პასუხს - ყირიმელი თათრები: 232,340 (10.6%), სხვა თათრები - 44,996 (2.1%).

3. რუსეთის 1864 წლის პროცენტი, ასევე მოიცავს უკრაინელებს.

 
ტავრიდის გუბერნიის უეზდების (პოვიტების) ენობრივი შემადგენლობა 1897 წელს (რუსეთის იმპერიის აღწერა).
 
ყირიმელი თათრების რიცხოვნობის პროცენტები რეგიონების მიხედვით.

სხვა უმცირესობებს წარმოადგენენ: შავი ზღვის გერმანელები, ბოშები, ბულგარელები, პოლონელები, აზერბაიჯანელები, კორეელები, ბერძნები და იტალიელები. 1941 წელს ყირიმელი გერმანელების რიცხოვნობა შეადგენდა 45 000-ს.[18] ხოლო 1944 წელს 70 000 ბერძენი და 14 000 ბულგარელი, 200 000 ყირიმელ თათარ და სხვა ეროვნებებთან ერთად, გადაასახლეს ცენტრალურ აზიასა და ციმბირში.

2001 წლის აღწერის მიხედვით, ყირიმელი მაცხოვრებლების 77%-მა დაასახელა რუსული თავის მშობლიურ ენად, 11,4%-მა - ყირიმული თათრული, ხოლო 10,1%-მა - უკრაინული.[19] ყირიმში, უკრაინელების 40%-მა სცნო უკრაინული მშობლიურ ენად, დარჩენილმა 60%-მა კი აღიარა თავი ეთნიკურ უკრაინელად, თუმცა, აღნიშნა, რომ რუსული იყო მათი ძირითადი ენა. ყირიმელი თათრების 93%-მა დაასახელა ყირიმული თათრული მშობლიურ ენად, ხოლო 6% იყო რუსულენოვანი.[20] თუმცა, 2013 წელს, ყირიმული თათრული ენა გაქრობის ზღვარზე იყო, რადგან იმ დროს მხოლოდ 15 სკოლაში ისწავლებოდა. თურქეთმა უდიდესი დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, რომელიც იყო უუნარო გადაეწყვიტა მშობლიურ ენაზე განათლების მიცემის პრობლემა ყირიმელი მოქალაქეებისთვის.[21] 2014 წლამდე, უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოფიციალური სახელმწიფო ენა იყო უკრაინული, მაგრამ ყირიმში სამთავრობო საქმეები ძირითადად რუსულ ენაზე წარიმართებოდა. აღსანიშნავია, რომ განათლებასა და სამთავრობო საქმეებში უკრაინული ენის გამოყენების ზრდის მცდელობები, სხვა რეგიონებთან შედარებით, ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა.[22]

დღესდღეობით, ყირიმში იმიგრანტების 2/3 არიან უკრაინის სხვა რეგიონებიდან ჩამოსული; ყოველი მე-5 იმიგრანტი არის ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე რესპუბლიკიდან და ყოველი მე-40-ე მის ფარგლებს გარეთა ქვეყნებიდან. ყირიმიდან წამსვლელთა 3/4 მიდის უკრაინის სხვა ნაწილებში. ყოველი მე-20 ემიგრანტი კი მიდის დასავლეთში.

ყირიმის იმ მოსახლეთა რიცხვი, რომლებიც უკრაინას თავის მშობლიურ მიწად მიიჩნევენ, მკვეთრად გაიზარდა (32%-დან 71,3%-მდე) 2008 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში; მიუხედავად ამისა, "რაზუმკოვის ცენტრის" მიერ 2011 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ეს მთელი უკრაინის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (საშუალოდ 93% დანარჩენ რაიონებში). რეგიონული იდენტობის შესახებ გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყირიმელი მაცხოვრებლების დაახლოებით 30%-მა შეინარჩუნა "საბჭოთა იდენტობა".[23]

1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის 3,8 მილიონმა მოქალაქემ მოიპოვა უკრაინის მოქალაქეობა.[24]

2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ახალმა ხელმძღვანელობამ მოსახლეობის აღწერა ჩაატარა. აღწერის მიხედვით, მაშინდელი "ყირიმის ფედერალური ოლქის" მოსახლეობა შეადგენდა 2,2844 მილიონ ადამიანს. ეთნიკური შემადგენლობა კი ასეთი იყო: რუსები: 1,49 მილიონი (65,3%), უკრაინელები: 0,35 მილიონი (15,1%), ყირიმელი თათრები: 0,24 მილიონი (12,0%). უკრაინის ოფიციალურმა ხელისუფლებამ და "ყირიმელი თათრების მეჯლისმა" ეჭვქვეშ დააყენეს მოსახლეობის ამ აღწერის შედეგები.

2013 წლის მაისის აღწერაში, რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, თუ რომელი ენით საუბრობდნენ ისინი სახლში:[25]

  • 82% - რუსული
  • 10% - ყირიმული თათრული
  • 3% - რუსული და უკრაინული თანაბრად
  • 3% - რუსული და სხვა ენა თანაბრად
  • 2% - უკრაინული

ყურადღება მიაქციეთ, რომ აღწერაში იმ ადამიანების პროპორცია, რომლებმაც საკუთარი თავი მიაკუთვნეს უკრაინას, იყო 20%, ხოლო ყირიმელ თათრებს - 15%.

შობადობის დონე, სიკვდილიანობის დონე, ჯამური ფერტილურობის (ნაყოფიერების) კოეფიციენტი, სიცოცხლის ხანგრძლივობა

რედაქტირება
სიცოცხლის სტატისტიკა 2015 წლისთვის:
  • შობადობა: 29 422 (12.8 ადამიანი ყოველ 1000-ში) [26]
  • სიკვდილიანობა: 35 151 (15.3 ადამიანი ყოველ 1000-ში)


სიცოცხლის სტატისტიკა 2020 წლისთვის:

  • შობადობა: 31 105 (13.6 ადამიანი ყოველ 1000-ში)
  • სიკვდილიანობა: 29 890 (13.3 ადამიანი ყოველ 1000-ში)
ფერტილურობის (ნაყოფიერების) კოეფიციენტი:
[27] 2014 2015 2020
"ყირიმის რესპუბლიკა" 1.82 1.82 1.82
სევასტოპოლი 1.65 1.82 1.82
"ყირიმის ფედერალური ოლქი" 1.79 1.82 1.82
სიცოცხლის ხანგრძლივობა

მთლიანობაში ყირიმში დაბადებული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა, გამოთვლილია "ყირიმის რესპუბლიკისა" და სევასტოპოლის ფედერალური ქალაქის საშუალო შეწონილი ქულით.[28][29]

2019 წელი 2021 წელი
საშუალო: 72,9 წელი 70,2 წელი
მამაკაცი: 67,9 წელი 65,9 წელი
ქალი: 77,5 წელი 74,5 წელი

განათლება

რედაქტირება

2001 წლის უკრაინის აღწერის მიხედვით, "ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში" შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება (მამაკაცები: 16-59 წლები, ქალები: 16-54 წლები):[30]

  • საერთო მოსახლეობა: 1 203 789
  • უმაღლესი განათლება: 175 838 (14.6%)
  • უმაღლესი განათლება (ნაწილობრივი ან სრული): 476 793 (39.6%)
  • დაამთავრა საშუალო განათლება: 507 881 (49.7%)
  • საშუალო განათლება (ნაწილობრივი ან სრული): 685 855 (57.0%)
  • არ აქვს მიღებული დაწყებითი განათლება: 1945 (0.16%)
  • წერა-კითხვის არმცოდნე: 1413 (0.11%)

ყირიმის ნახევარკუნძული გაქრისტიანდა გოთიკური ქრისტიანობის მეშვეობით, ადრეულ ეტაპზე, კერძოდ, ახ. წ. მე-4 საუკუნეში. მე-9 საუკუნეში გოთები ყირიმში მოექცნენ ბერძნების მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში და დააარსეს გოთიის ეპარქია. ახ. წ. 988 წელს კიევის პრინცმა ვლადიმირ I დიდმა დაიპყრო ბიზანტიის ქალაქი ჩერსონესოსი (დღევანდელი სევასტოპოლის ნაწილი), სადაც მან მიიღო ქრისტიანობა. 1230-იან წლებში რუსეთში მონღოლების შემოსევების შემდეგ ქრისტიანობის გავრცელება შეწყდა, ხოლო უკვე მე-14 საუკუნის დასაწყისში ოქროს ურდოს სახელმწიფო რელიგია ხდება ისლამი. ყირიმში (კერძოდ, დღევანდელ სტარი-კრიმში) პირველი მეჩეთი ოზბეგ ხანმა ააშენა 1314 წელს. 1783 წელს, რუსეთის იმპერიის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნახევარკუნძულზე აღმოსავლური ქრისტიანობა, ანუ მართლმადიდებლობა დაბრუნდა.

2013 წელს "ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის" მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ:

  • 58% იყო მართლმადიდებელი
  • 15% - მუსლიმი
  • 13% - არ იცის, ან უცნობია
  • 10%-ს სწამდა ღმერთის, მაგრამ არ მიეკუთვნებოდა არცერთ რელიგიას
  • 2% - ათეისტი
  • 2% - სხვა

მოსახლეობის გამოკითხვაში ყირიმელი თათრების პროპორცია იყო 15%.

ამავე გამოკითხვაში რესპონდენტების პროცენტული განაწილება, რომლებმაც თქვეს, რომ ესწრებოდნენ რელიგიურ მსახურებას, შემდეგია:

  • 3% - კვირაში რამდენჯერმე
  • 7% - ყოველკვირეულად
  • 10% - ყოველთვიურად
  • 37% - წელიწადში რამდენჯერმე
  • 43% - არასოდეს
  1. Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2021 года [The population of the Russian Federation by municipalities as of January 1, 2021.] (in Russian) (XLS). Russian Federal State Statistics Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 4, 2021. ციტირების თარიღი: 31 January, 2021
  2. Regions of Ukraine / Autonomous Republic of Crimea. 2001 Ukrainian Census. ციტირების თარიღი: December 16, 2006
  3. Results of Census: Population of Crimea is 2.284 Million People. Krym Media.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-04. ციტირების თარიღი: 13 February, 2016
  4. Agtzidis, Vlasis. "The Persecution of Pontic Greeks in the Soviet Union" (PDF). Journal of Refugee Studies, Volume 4, Issue 4, 1991, pp. 372-381.
  5. Kuzio, Taras. "Crimean Tatars Divide Ukraine and Russia". The Jamestown Foundation. June 24, 2009.
  6. This combines the figures for the Autonomous Republic of Crimea and Sevastopol, listing groups of more than 5,000 individuals. Autonomous Republic of Crimea. 2001 Ukrainian Census. ციტირების თარიღი: 20 August, 2018; Sevastopol. 2001 Ukrainian Census. ციტირების თარიღი: 20 August, 2018
  7. O'Neill, Kelly Ann (2017). Claiming Crimea: a history of Catherine the Great's southern empire. New Haven, გვ. 30. ISBN 978-0-300-23150-2. OCLC 1007823334. 
  8. These numbers exclude the population numbers for Berdyansky, Dneprovsky and Melitopolsky Uyezds, which were on mainland. See the administrative divisions of the Taurida Governorate
  9. The First General Census of the Russian Empire of 1897 - Taurida Governorate. demoscope.ru. ციტირების თარიღი: 18 June, 2014
  10. Демоскоп Weekly - Приложение. Справочник статистических показателей. ციტირების თარიღი: 3 July, 2018
  11. Демоскоп Weekly - Приложение. Справочник статистических показателей. ციტირების თარიღი: 3 July, 2018
  12. Crimea - Dynamics, challenges and prospects. Edited by Maria Drohobycky. P. 73.
  13. Crimea - Dynamics, challenges and prospects. Edited by Maria Drohobycky. P. 72.
  14. (2015) Итоги переписи населения в крымском федеральном округе (PDF), Moscow: Federal State Statistics Service of Russia, გვ. 108. ISBN 978-5-4269-0054-7. 
  15. Only 3.3% of Crimeans Mention Ukrainian as Their Native Language - Information agency "Krym Media". Krym Media.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-20. ციტირების თარიღი: 7 January, 2016
  16. Катастрофический фактор. Kasparov.ru. ციტირების თარიღი: 3 July, 2018
  17. Russian Census of Crimea: Nationality Results | eurasianstudies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-27. ციტირების თარიღი: 20 April, 2015
  18. "A People on the Move: Germans in Russia and in the Former Soviet Union: 1763 – 1997 North Dakota State University Libraries.
  19. Results / General results of the census / Linguistic composition of the population / Autonomous Republic of Crimea. 2001 Ukrainian Census. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-27. ციტირების თარიღი: 16 December, 2006
  20. Linguistic composition of population Autonomous Republic of Crimea. 2001 Ukrainian census
  21. Crimean Tatar language in danger, Avrupa Times, 19 February, 2013.
  22. Bondaruk, Halyna. (3 March, 2007)Yushchenko Appeals to Crimean Authority Not to Speculate on Language. Ukrayinska Pravda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-14. ციტირების თარიღი: 25 March, 2007
  23. Soviet conspiracy theories and political culture in Ukraine:Understanding Viktor Yanukovych and the Party of Region At the Wayback Machine by Taras Kuzio (23 August, 2011).
  24. Ukrinform News. Ukrinform.ua. ციტირების თარიღი: 3 July, 2018
  25. "Public Opinion Survey Residents of the Autonomous Republic of Crimea May 16 - 30, 2013", Baltic Surveys Ltd. and The Gallup Organization, pp. 37-39, 2013.
  26. Естественное движение населения в разрезе субъектов Российской Федерации. Gks.ru (2016-01-29). ციტირების თარიღი: 2018-07-03
  27. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-16. ციტირების თარიღი: 29 April, 2016
  28. Демографический ежегодник России (in Russian). Federal State Statistics Service of Russia (Rosstat). ციტირების თარიღი: 28 June, 2022
  29. Ожидаемая продолжительность жизни при рождении (in Russian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-20. ციტირების თარიღი: 28 June, 2022
  30. distribution of population by age and educational standard 2001.ukrcensus.gov.ua State Statistics Committee of Ukraine.