ყვედრეშის მთავარანგელოზის ეკლესია
ყვედრეშის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ყვედრეშში. ინტერიერი და ფასადები შელესილია. სახურავის ცენტრში აღმართულია ჯვრით დაგვირგვინებული ხის რვაწახნაგა ცრუ გუმბათი. შენობას ქვემო სვანეთში გავრცელებულ გვიანდელ ეკლესიათა უმეტესობის, ტიპური გეგმა გააჩნია. თითქმის კვადრატულ დარბაზის გეგმიდან აღმოსავლეთით გარეთ გატანილია შვერილი ხუთწახნაგა აფსიდი. ინტერიერში შელესილია კედლები და შეთეთრებული. ჭერი შეკიდული ხისაა, ცისფრად შეღებილი. აფსიდის მხრებს შორის ჩადგმულ ხის კანკელზე დასვენებულია ქართული ხატები, ასომთავრული წარწერებით. აფსიდის ცენტრში განთავსებულია კვადრატული ბაზისი, ხოლო ჩრდილოეთ კედელში ამოღებულია არქიტრავული ნიშა.ეკლესიაში თხუტმეტი სარკმელია, თხუთმეტივე თაღოვანი. შესასვლელი მდებარეობს დასავლეთ კედლის ცენტრში. ფასადები: დეკორირებულია კარ-სარკმლის ბრტყელი ლილვებითა და კუთხის პილასტრებით. შესასვლელის თავზე ამოკვეთილია რელიეფური ჯვარი.სახურავი, გუმბათი და საკურთხეველი გადახურულია შიფერის საბურავით.დარბაზისა და საკურთხევლის საბურავებს შემოყოლებული აქვს მარტივი პროფილის მქონე ლავგარდანი.ინტერიერში და ფასადებზე კედლები ზოგადგილას მცირედ არის გაბზარული, ხოლო ნალესობა ჩამოყრილია. ეკლესიის საკურთხევლის და გუმბათის საბურავი დაზიანებულია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14618