ყვარლის მიწერილი სანადირო მეურნეობა

ყვარლის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ყვარლის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 45 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. სანადირო მეურნეობის ტერიტორია ძირითადად მთაგორიანი იყო. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — ლაგოდეხის რაიონი, დასავლეთით — თელავის რაიონი, ჩრდილოეთით — აზერბაიჯანის სსრ და სამხრეთით — თელავისა და გურჯაანის რაიონები. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ველები თანდათან გადადის კავკასიონის სამხრეთ კალთებისაკენ ტყიან ზოლში, აქედან კი ალაზნისაკენ მიედინება პატარა მდინარეები და ქმნიან ვიწრო ხეობებს. ტყე წარმოდგენილი იყო ძირითადად ფოთლოვანი ჯიშებით. ალაზნის პირას კი აქა-იქ შემორჩენილი იყო ჭალის ტყის ტიპები.

მიუხედავად იმისა, რომ აქ წინათ ბევრი იყო კავკასიური ხოხობი, იმჟამად მათი რიცხვი მეტად მცირე იყო. მიწერილ მეურნეობაში მოიპოვებოდა ჯიხვი, არჩვი, შველი, კურდღელი, ხოხობი, კაკაბი, მაჩვი, ციყვი, კვერნა, დათვი, როჭო, შურთხი, მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა და სხვ., გადაფრენის დროს — მწყერი, ტყის ქათამი და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება