ყვავლოსმთა
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
ყვავლოსმთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედზე, მდინარეების დიდიხევისა (პირიქითის ალაზნის მარცხენა შენაკადი) და შაროარღუნის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3161 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. კალთებზე გვხვდება მყინვარები. დამახასიათებელია სუბალპური, ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.
ყვავლოსმთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°30′17″ ჩ. გ. 45°35′08″ ა. გ. / 42.504778° ჩ. გ. 45.585611° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3161 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 636.