ყასემ სოლეიმანი (სპარს. قاسم سلیمانی [ɢɒːseme solejmɒːniː]; დ. 11 მარტი, 1957, ყანათ-ე მალექი, ქერმანი, ირანის იმპერიული სახელმწიფო — გ. 3 იანვარი, 2020, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი, ბაღდადი, ერაყი) — სპარსი სამხედრო მოღვაწე, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების მეთაური 1998 წლიდან სიკვდილამდე, რომელიც უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებელია საგარეო სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებზე.

სარდარი
ყასემ სოლეიმანი
قاسم سلیمانی
მეტსახელი „ჰაჯი ყასემი“ (მომხრეებს შორის)[1]
„ჩრდილოვანი მეთაური“ (დასავლეთში)[2][3][4][5][6]
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1957
დაბადების ადგილი ყანათ-ე მალექი, ქერმანი, ირანის იმპერიული სახელმწიფო
გარდაცვალების თარიღი 3 იანვარი, 2020 (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაღდადი, ერაყი
კუთვნილება ირანის დროშა ირანის შეიარაღებული ძალები
ჯარის სახეობა სახმელეთო
სამხედრო სამსახურის წლები 1979–2020
წოდება გენერალ-მაიორი
ნაწილი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი
მეთაურობდა <span class="wikidata-claim" data-wikidata-property-id="P59841-ე ტარალაჰის დივიზია
ყუდსის ძალები" data-wikidata-claim-id="Q892014$639cabbf-4c11-b627-2128-ce788319e855">41st Tharallah Division და <span class="wikidata-claim" data-wikidata-property-id="P59841-ე ტარალაჰის დივიზია
ყუდსის ძალები" data-wikidata-claim-id="Q892014$84256d6d-48d0-84e0-09a7-e8d078678f7d">Quds Force
ბრძოლები/ომები ქურთთა აჯანყება
ირან-ერაყის ომი
ლიბანის მეორე ომი
ერაყის ომი
სირიის სამოქალაქო ომი
ერაყის სამოქალაქო ომი
ჯილდოები ზულფიგარის ორდენი
გამარჯვების ორდენი

სოლეიმანიმ სამხედრო კარიერა 1980-იან წლებში ირან-ერაყის ომის დასაწყისში დაიწყო, რა დროსაც ის მეთაურობდა 41-ე დივიზიას. მოგვიანებით მონაწილეობდა საგარეო სამხედრო ოპერაციებში და დახმარებას უწევდა ლიბანში მოქმედ ჰეზბოლას. 2012 წელს სოლეიმანი დაეხმარა სირიის მთავრობას, რომელიც ირანის მთავარი მოკავშირეა რეგიონში, სირიის სამოქალაქო ომის დროს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციებში. სოლეიმანი ასევე ეხმარებოდა ერაყის მთავრობისა და შიიტური მილიციის გაერთიანებული ძალების სარდლობას, რომლებიც 2014–2015 წლებში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ.

სოლეიმანი აშშ-ის მიზნობრივი ავიაიერიშის შედეგად, 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს. მასთან ერთად ასევე დაიღუპნენ ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების წევრები და მისი ხელმძღვანელის მოადგილე აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.[7] სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ხოლო ყუდსის ძალების ხელმძღვანელად, მის ნაცვლად, ესმაილ ღანი დაინიშნა.

  1. Qassem Suleimani not Just a Commander! – Taking a Closer Look at Religious Character of Iranian General. abna24 (10 March 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 14 July 2016.
  2. Dexter Filkins. (30 September 2013) The Shadow Commander. The New Yorker. ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  3. Joanna Paraszczuk. (16 October 2014) Iran's 'Shadow Commander' Steps Into the Light. The Atlantic. ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  4. Kambiz Foroohar. Iran's Shadow Commander. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2015. ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  5. RealClearWorld - Syria's Iranian Shadow Commander. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2015. ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  6. Iran's 'shadow commander' steps into the spotlight. The Observers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  7. CNN, Zachary Cohen, Hamdi Alkhshali, Arwa Damon and Kareem Khadder. US drone strike ordered by Trump kills top Iranian commander in Baghdad. ციტირების თარიღი: 3 January 2020