ყანის ნიორი
ყანის ნიორი (ლათ. Allium atroviolaceum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. აქვს კვერცხის ან სფეროს ფორმის ბევრი ბოლქვი. ღეროს სიმაღლე 20–90 სმ-ია. ფოთოლი — 4–5, ფართო ან ვიწრო-ხაზური, ზოგჯერ – კიდეწამწამებიანი, ვაგინები შებუსულია. ყვავილედი სფეროს ფორმისაა, ხშირ- და მრავალყვავილიანი. ყვავილი ალუბლისფერ-მეწამულია. ყვავის და ნაყოფს იძლევა ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიაში. იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში, ნათესებში, ბუჩქნარებში. საქართველოში ძირითადად გვხვდება აღმოსავლეთ ნაწილში და იმერეთში.[1]
ყანის ნიორი | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||||
Allium atroviolaceum Boiss., 1846 | ||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||||
არასრული მონაცემები IUCN Data Deficient : 172241 | ||||||||||||||||
|
„ყანის ნიორი“ ეწოდება აგრეთვე Allium rotundum-ს, Allium ponticum-ს და ამ გვარის ზოგიერთ სხვა სარეველა სახეობას.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 22.
- ↑ მაყაშვილი ა., ყანის ნიორი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.