ყაზახური ენა
(გადამისამართდა გვერდიდან ყაზახ.)
ყაზახური ენა — ყაზახეთის ოფიციალური ენა. ეკუთვნის თურქულ ენათა ყივჩაყური ჯგუფის ყივჩაყურ-ნოღაურ ქვეჯგუფს. ახლოს ენათესავება ყირგიზულ და ყარაყალპაკურ ენებს. გავრცელებულია ძირითადად ყაზახეთში, აგრეთვე ჩინეთში, მონღოლეთში, რუსეთში, უზბეკეთში და ავღანეთში. ყაზახურ ენაზე საუბრობს 12 მილიონამდე ადამიანი. აქვს სამი დიალექტი: ჩრდილო-აღმოსავლური, სამხრეთ-დასავლური და დასავლური. სალიტერატურო ენა შეიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში ჩრდილო-აღმოსავლური დიალექტის საფუძველზე. თანამედროვე ანბანი შექმნილია 1940 წელს რუსული გრაფიკის მიხედვით და შეიცავს 42 გრაფემას. ენაში 9 ხმოვანია. ლექსიკაში უხვადაა არაბული, რუსული და მონღოლური ნასესხები სიტყვები. მცირე რაოდენობითაა რუსული, თათრული და უზბეკური ლექსემები.
ყაზახური Қазақ тілі | |
გავრცელებულია | ყაზახეთი, ჩინეთი, უზბეკეთი, რუსეთი, მონღოლეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 11,5 მლნ.
რანგი: 93 |
ოფიციალური სტატუსი | ოფიციალური ენა ყაზახეთში |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ალთაური
|
დამწერლობის სისტემა | კირილიცა ასევე ლათინური და არაბული |
ენის კოდები | ISO 639-1: kk ISO 639-2: kaz SIL: kaz |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-kk}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ყაზახური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 616.
- Mark Kirchner: "Kazakh and Karakalpak". In: The Turkic languages. Ed. by Lars Johanson and É. Á. Csató. London [u.a.] : Routledge, 1998. (Routledge language family descriptions). S.318-332
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kazakhstan დაარქივებული 2018-12-26 საიტზე Wayback Machine.
- US Peace Corps Kazakh Language Courses