ღოდობერიული ენა (თვითდასახელება: гъибдилIи мицци) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის ანდიური ენების ოჯახის წევრი ენა. ამ ენაზე მოსაუბრეები დაღესტანში, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ. მოსაუბრეთა რიცხვი 3 250 ადამიანს შეადგენს.[1] არსებობს მხოლოდ ორი დიალექტი — ღოდობერიული და ზიბირხალური, რომლებიც ერთმანეთისგან ძირითადად, გამოთქმით განსხვავდებიან.[2] გადაშენების პირას მყოფი ენების კლასიფიკაციისას ღოდობერიული ენა სიაში შევიდა, როგორც მოსაუბრეთა სიმცირის გამო გადაშენების პირას მყოფი ენა.[3]

ღოდობერიული ენა
гъибдилIи мицци
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
დაღესტნის დროშა დაღესტანი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 3 250 ადამიანი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ნახურ-დაღესტნური ენები
დაღესტნური ენები
ხუნძურ-ანდიური ენები
ღოდობერიული ენა
დამწერლობის სისტემა უმწერლობო
ენის კოდები gdo
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-gdo}}

ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — ღოდობერიული ენა

ღოდობერიული ენის ისტორია უცნობია. ეს ენა ერთადერთი საშუალებაა ღოდობერიელი ხალხის სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან განსასხვავებლად. სხვა ანდიურ ენებთან შედარებით, ღოდობერი ყველაზე მეტად ჰგავს ჭამალალურს და ბოთლიხურს. ღოდობერიულში არსებული სიტყვების ნაწილი სხვადასხვა ენებიდანაა ნასესხები, როგორიცაა: თურქული, ავარული და არაბული ენები. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ და XX საუკუნეში საბჭოთა კავშირის მმართველობის გამო, ღოდობერიულ ენაზე რუსული ენის გავლენა ძალიან მკვეთრად გაიზარდა.[4]

გეოგრაფიული გავრცელება

რედაქტირება

ღოდობერიულ ენაზე მოსაუბრეები მხოლოდ ორ სოფელში ცხოვრობენ. ეს სოფლებია: ღოდობერი (ღოდ.: ღიდუ, Гъиду) და ზიბირხალი (ღოდ.: შალუ). ეს სოფლები მდებარეობს მდინარე ანდის ყოისუს მარცხენა სანაპიროზე, სამხრეთ დასავლეთ დაღესტანში, რუსეთის ფედერაციაში.

ღოდობერიულ ენას არ გააჩნია თავისი დამწერლობა. ის მხოლოდ სასაუბროდ გამოიყენება და მას წერისას არ იყენებენ. ამ ენაზე მოსაუბრეები სკოლებში რუსულსა და ხუნძურს სწავლობენ და სწორედ ამ ენებზე წერენ. ეს ორი ენა ასევე გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი ღოდობერისა და ზიბირხალის მაცხოვრებლები სხვა ასხვა სოფლის მაცხოვრებლებს ესაუბრებიან. ღოდობერიულზე მოსაუბრეთა რიცხვი ბოლო 40 წელია სტაბილურია და ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა.

გრამატიკა

რედაქტირება

მორფოლოგია

რედაქტირება

მხოლობით რიცხვში ყველა სიტყვას სამი სქესი გააჩნია, ესენია: მდედრობითი, მამარობითი და საშუალო სქესი. მრავლობით რიცხვში სიტყვები აღარ განიხილება სქესის მიხედვით და მხოლოდ არსებითი სახელის ორ კლასს, სულიერ და უსულო კლასებს შეიძლება მოიცავდეს. ენაში არსებობს ზედსართავი სახელის ორი ტიპი, ესენია: ძირეული და წარმოქმნილი ზედსართავი სახელები. ძირეული ზედსართავი სახელების უმეტესობას სქესი არ აქვს. ღოდობერიულში ოთხი დრო არსებობს, ესენია: ახლადნელი, წარსული, მომავალი და უმომავლო უარყოფითი.[5] რიცხვითი სახელები დიდად არ განსხვავდება სხვა ენებისგან. ზმნის წარმოების სისტემა სხვა ანდიური ენათა ჯგუფის წევრი ენების მსგავსია და განსაკუთრებული წესით არ ხასიათდება.

ღოდობერიულ ენაში წინადადების სხვადასხვანაირად აწობაა შესაძლებელი. ამ ენაში არსებობს შეზღუდული და შეუზღუდავი მრავლობითი რიცხვი.

მოსაუბრეები

რედაქტირება

ღოდობერიელები ანდი-დიდოს ხალხის ერთ-ერთი წარმომადგენლები არიან. მათი რიცხვი 1926 წელს 1 425-ს, ხოლო 2007 წელს დაახლოებით 4 500-ს შეადგენდა. ისინი ძირითადად ცხოვრობენ ბოტლიხსკის რაიონის სამ სოფელში: ღოდობერი (დაახ. 2500), ზიბერჰალი (დაახ. 60) და ბელედი (დაახ. 10).

ღოდობერიელების უმეტესობა სუნიზმის მიმდევარია. მათ ჰქონდათ საკუთარი ფეოდალური თავისუფალი საზოგადოება და რუსეთთან შეერთებამდე ხუნძებთან ერთად ცხოვრობდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Godoberi at Ethnologue (18th ed., 2015)
  2. Kolga, Margus (2001). The Red Book of the Peoples of the Russian Empire. Tallinn: NGO Red Book.
  3. „Ghodoberi“ . Endangered Languages Project.
  4. Kolga, Margus (2001). The Red Book of the Peoples of the Russian Empire. Tallinn: NGO Red Book.
  5. Kibrik, Aleksandr (1996). Godoberi. Munchen: Lincom.