ჭამალალური ენა
ჭამალალური ენა (თვითდასახელება: чамалалдуб мичӏчӏ) — ნახურ-დღესტნური ენების ოჯახის ხუნძურ-ანდიური ქვეჯგუფის ანდიური ქვეჯგუფის ერთ-ერთი უდამწერლობო ენა. გავრცელებულია წუმადის რაიონის სოფლებში: ზედა და ქვედა ჰაქვარში, აღვალში, წუმადა-ურუხში, რიღანიხში, ჰიდირში, ღაჭიტლში, ჰიჰატლსა და ქუენხში. ჭამალალური ენაზე ლაპარაკობს 2355 კაცი, ეთნიკური ჭამალალელები. სალიტერატურო და ტომებს შორის საურთიერთობო ენაა მონათესავე ხუნძური ენა.
ჭამალალური ენა чамалалдуб мичӏчӏ | |
გავრცელებულია | რუსეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
დამწერლობის სისტემა | უმწერლობო |
რუკა | |
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-cji}} |
ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — ჭამალალური ენა |
ჭამალალურ ენაში არის ხუთი ხმოვანი, ასევე ნაზალიზებული და გრძელი ვარიანტები. ინტენსიურ-არაინტენსიური კორელაცია განირჩევა მხოლოდ ფშვინვიერ თანხმოვნებში. ინტენსიურ აბრუპტივებს აქვთ სპირანტული შეფერილობა. მახვილი დინამიკურია, მოძრავი, აქვს ფონოლოგიური მნიშვნელობა. მხოლობით რიცხვში განირჩევა ხუთი გრამატიკული კლასი, მრავლობით რიცხვში — ორი. არის ხუთი ძირითადი ბრუნვა და შვიდი ლოკატივი. სახელთა მრავლობითი რიცხვი იწარმოება სპეციალური სუფიქსებით. თვლა ათობითია. პირის ნაცვალსახელები მრავლობით რიცხვში არ განარჩევენ ერგატიულ ბრუნვას. მითითებით ნაცვალსახელებს აქვთ რთული სივრცითი ორიენტაცია. ზმნა იცვლება კლასების, რიცხვისა და დროის მიხედვით. დროის ბევრი ფორმა იწარმოება აღწერითად. ზმნის ფუძეები იყოფა ორ ჯგუფად. ზმნისწინები არ გვხვდება, თანდებულები მცირერიცხოვანია. გარდამავალი ზმნის ქვემდებარე დაისმის ეგრატიულ ბრუნვაში, გარდაუვალისა — სახელობით ბრუნვაში. მსაზღვრელი წინ უძღვის საზღვრულს და ეთანხმება კლასსა და რიცხვში. რთული ქვეწყობილი წინადადება გადმოიცემა მიმღეობიანი და აბსოლუტივიანი კონსტრუქციებით. ლექსიკა ხასიათდება არქაიზმებით.
გამოიყოფა ორი ძირითადი დიალექტი: ჰაქვარული და ჰიჰატლური. ჰაქვარულში დიდი რაოდენობითაა არქაიზმები. მასში იშვიათია გრძელი და ნაზალიზებული ხმოვნები, გვხვდება ინტენსიური დ. გავრცელებულია ასიმილაცია, შერწყმა, რედუქცია. ლოკატივების დაბოლოებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ჰიჰატლურისაგან.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაჰომედბეკოვა ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 381.
- Бокарев А. А., Очерк грамматики чамалинского языка, М.-Л., 1949;
- Дирр А., Материалы для изучения языков и наречий андо-дидойской группы, СМПОМПК, 1909, в. 40;
- Магомедбекова З. М., Чамалинский язык, წგნ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967.