ღოდობერიელები
ღოდობერიელები (годоб. гъибдиди) — დაღესტნის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხია. დღევანდელი მონაცემებით, ღოდობერიელების რაოდენობა 3,5 ათასიდან 4 ათასამდე მერყეობს. 1886 წლის მონაცემებით, დაღესტანში 1172 ღოდობერიელი ცხოვრობდა. ჯერ კიდევ 1926 წელს 1425 კაცს შეადგენდნენ, 1938 წელს კი 1910. სხვა მომდევნო წლების აღწერებში ისინი ხუნძებს მიაკუთვნეს. 1950-იანი წლების დასაწყისიდან ღოდობერიელების რაოდენობა მთაში საგრძნობლად შემცირდა, ამის მთავარი მიზეზი კი იყო მათი ბარში გადასახლება.
ისტორია
რედაქტირებააღსანიშნავია, რომ ღოდობერიელები ანთროპოლოგიურად დიდი ევროპეიდული რასის წინააზიური რასის კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნებიან. ღოდებერიული ენა კი ჩრდილოეთ კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ანდიურ-ცეზურ ქვეჯგუფში შედის, ხოლო უშუალოდ ღოდებერიულ ენას ორი დიალექტი აქვს: საკუთრივ ღოდობერიული და ზიბირხალური . გავრცელებულია. აქ გავრცრლებულია ასევე, ხუნძური ენაც, რადგან სკოლებში ხუნძურ, აგრეთვე რუსულენაზე სწავლობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მატერიალური და სულიერი კულტურით ღოდობერიელები ძალიან ახლოს დგანან და ენათესავებიან დასავლეთ კავკასიის სხვა ხალხებს.
გადმოცემით, ღოდობერიელები აქ დასახლებული მონადირე ძმების შთამომავალნი არიან. ისინი ყოველთვის მარჯვე მსროლელები იყვნენ და შეეძლოთ მფრინავი ყვავისათვის ისარი პირდაპირ თვალში მოერტყათ. აქედან წარმოიქმნა ეთნონიმი ღოდობე რი - რაც ხუნძურად ყვავის თვალს ნიშნავს ( ღედო - ყვავი, ბერ - თვალი). გამრავლების შემდეგ კოშკი აუშენებიათ, რომელიც თავდაცვის მიზნით ხელოვნურ ტბაში მოუთავსებიათ. ამ კოშკში ადამიანები გადასაკიდი ხიდით შედიოდნენ.
თუმცა მეცნიერების უმეტეს ნაწილს ეთნონიმ ღოდობერიელების წარმოქმნის ეს ლეგენდა არარეალურად მიაჩნიათ, ხოლო სხვა ვერსიით ღოდობერიელების აქ დასახლებული წინაპრის ადგილს ერქვა ღედუ ანუ ღიდუ, საიდანაც შემდგომში წარმოიქმნა სოფლის და შესაბამისად აღნიშნული ხალხის სახელიც.
როგორც უშუალოდ ეთნოსს ღოდობერიელებს პირველად იხსენებს XVIII საუკუნის 70-იან წლებში გერმანელი მოგზაური გიულდენშტედტი.
ღოდობერიელების ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული დასავლეთ დაღესტნის სხვა ხალხების ისტორიასთან.
საქმიანობა
რედაქტირებაღოდობერიელთა ტრადიციული საქმიანობა სახვნელი მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო. აგრეთვე აქ განვითარებული იყო მომთაბარე მეცხოველეობაც. მათ ყოველთვის ბევრი საზაფხულო საძოვარი ჰქონდათ. ზამთარში კი ცხვრის ფარებს დაბლობში მიერეკებოდნენ. თუმცა საქონლის მნიშვნელოვან რაოდენობას ზამთარში მთაში ტოვებდნენ.
მიწათმოქმედებიდან ფრიად დაწინაურებული იყო მებაღეობა და მევენახეობა. დამხმარე დარგებიდან კი განვითარებული იყო მონადირეობა და მეფუტკრეობა. აქ საკმაოდ, მნიშვნელოვნად იყო განვითარებული შინამრეწველობა და ხელოსნობაც: ქსოვა, ტყავის, მატყლის, ხის, ქვის დამუშავება. ამზადებდნენ ნაბდებსაც. ტრადიციული იყო ვაჭრობაც. ხილსა და შინარეწვის პროდუქტებს ბოთლიხის ბაზარში, ჩაჩნეთსა და საქართველოში ყიდდნენ. მიდიოდნენ გარესამუშაოზე.
ტრადია და დღესასწაულები
რედაქტირებააქ მასობრივ დღესასწაულებს შორის ყველაზე აღსანიშნავი პირველი ხნულის გავლება იყო. შემოდგომაზე (სექტემბერში) საქონლის დაბრუნების დღესასწაულს აწყობდნენ. მნიშვნელოვანი იყო წვიმის გამოწვევის წეს-ჩვეულება.
ღოდობერიელთა ფოლკლორი ორენოვანი იყო. განვითარებული იყო საზღაპრო ჟანრი; ბევრი გადმოცემა ჰქონდათ ღოდობერის პირველმოსახლეებზე, ამა თუ იმ სანათესაო წრის წარმოშობაზე. შემორჩენილი იყო მუსლიმამდელი ანიმისტური რწმენა-წარმოდგენები, წინაპრების, ხეების კულტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- როლანდ თოფჩიშვილი კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, თბ.,2012