ბოთლიხური ენა
ბოთლიხური ენა (თვითდასახელება: Буйхалъи мицIцIи) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის დაღესტნური ენების ხუნძურ-ანდიური ენათა ჯგუფის ანდიური ქვეჯგუფის ერთ-ერთი უმწერლობო ენა. გავრცელებულია ბოთლიხის რაიონის ორ აულში — ბოთლიხსა და მიარსუში.
ბოთლიხური ენა Буйхалъи мицIцIи | |
გავრცელებულია | რუსეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
დამწერლობის სისტემა | უმწერლობო |
რუკა | |
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-bph}} |
ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — ბოთლიხური ენა |
გრამატიკა
რედაქტირებაბოთლიხური ენის ფონეტიკურ სისტემაში 5 მარტივი ხმოვნის გარდა არის ნაზალიზებული ხმოვნები. ყრუ სპირანტებსა და აფრკატებს შორის ფონოლოგიური დაპირისპირებაა: „სუსტი—ძლიერი“. დასტურდება ფარინგალური და ლარინგალური თანხმოვნები, სპეციფიკური ყრუ ლატერალური თანხმოვნები. მახვილი სუსტი, დინამიკურია.
ბოთლიხური ენა აგლუტენაციურია, ანალიზური წყობის ტენდენცია აქვს (უპირატესად ზმნაში). ყველა მორფოლოგიური კატეგორია, გრამატიკული კლასის გარდა, გადმოცემულია სუფიქსებით. მხოლობით რიცხვში გარჩეულია 3 გრამატიკული კლასი, მრავლობითში 2 (ცოცხალთა და არაცოცხალთა). ბრუნება განვითარებულია: 4 ძირითადი ბრუნვის გარდა დასტურდება ორ ათეულამდე ლოკატიური ბრუნვა, რომელიც 6 სერიას ქმნის. ზმნა იცვლება გრამატიკული კლასებისა და დრო-კილოთა მიხედვით. ძირითადი დროებია აწმყო, ნამყო და მყოფადი. ზმნაში რიცხვის გადმოცემა დაკავშირებულია გრამატიკული კლასის აღნიშვნასთან. ბრძანებითში გარჩეულია გარდამავლობა-გარდაუვალობა. სიტყვაწარმოება სუსტადაა განვითარებული. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის. რთული წინადადების ასაგებად გამოიყენება მიმღეობიანი და აბსოლუტივიანი კონსტრუქციები.
ბოთლიხური ენაში ძირითადი ლექსიკური ფონდი კარგადაა დაცული, თუმცა ბევრია ნასესხები სიტყვაც. ბოთლიხისა და მიარსუს მეტყველებას შორის უმნიშვნელო სხვაობაა (ძირითადად ფონეტიკური ხასიათისა). ბოთლიხელები ორენოვანი ხალხია: დედაენის გარდა ყველამ იცის ახლომონათესავე ხუნძური, რომელიც მათთვის სალიტერატურო ენაა (ხუნძურ ენაზეა ადგილობრივი საქმისწარმოება, დაწყებითი სკოლა და ადგილობრივი გაზეთი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ტ. გუდავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 454.
- ტ. გუდავა, „ბოთლიხური ენა“, თბ., 1962
- Гудава Т., „Ботлихский язык“, Языки народов СССР, т. 4, М., 1967
- Дирр А., „Материалы для изучения языков и наречий андо-дидойской группы“, СМОМПК, 1909, в. 40