ღვადარაში

მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში

ღვადარაშიმთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მწვერვალ ლაჰილსა და უღელტეხილ ლატფარს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3750 მ. აგებულია ზედაპალეოზოური და ტრიასული მეტამორფული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კვარციტებით, აგრეთვე ქვედაიურული ქანებით. ჩრდილო კალთაზე სათავე აქვს ენგურის სისტემის რამდენიმე მდინარეს. მთის კალთებზე არის ნაძვნარ-სოჭნარი, სუბალპური ტყე-მდელოები და ალპური მდელოები. მთის წვერი დაფარულია მარადი თოვლითა და მყინვარებით.

ღვადარაში
კოორდინატები: 42°54′40″ ჩ. გ. 42°38′27″ ა. გ. / 42.91111° ჩ. გ. 42.64083° ა. გ. / 42.91111; 42.64083
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
სიმაღლე 3750 
ქედი სვანეთის ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, ქვიშაქვა, კვარციტი
ღვადარაში — საქართველო
ღვადარაში
ღვადარაში — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ღვადარაში

ლიტერატურა

რედაქტირება