გარუეთი
(გადამისამართდა გვერდიდან ღარუეთი)
გარუეთი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ლარგვისის თემი), საფერშეთის მთის (მდინარეების ქსნისა და ალეურის წყალგამყოფი) დასავლეთ კალთაზე, მდინარე ცხავატურის (ქსნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1250 მეტრზე, ახალგორიდან დაშორებულია 16 კმ-ით. ახალგორის მუნიციპალიტეტი 2008 წლის აგვისტოდან ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ.[1]
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 9.